თეგი: უკრაინის დამოუკიდებლობის დღე
როგორ ხვდება უკრაინა დამოუკიდებლობის დღეს
მომზადებულია BBC-ის მიხედვით ოთხშაბათს, 24 აგვისტოს, უკრაინა საბჭოთა მმართველობისგან დამოუკიდებლობის 31 წლის იუბილეს აღნიშნავს. ამავე დღეს გადის 6 თვე მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. ორშაბათიდან ხუთშაბათამდე, რუსული სარაკეტო დარტყმის მაღალი რისკის გამო, მასობრივი ღონისძიებები კიევში აკრძალულია. ხოლო ჩრდილო-აღმოსავლეთის ქალაქ ხარკოვში სამშაბათის საღამოდან ხუთშაბათის დილამდე გაფართოებული კომენდანტის საათი ამოქმედდება. საჰაერო შეტევის ე.წ. სირენებს ასევე დაემატა ხმოვანი სიგნალიზაცია, რომელიც ქიმიურ და ბირთვულ საფრთხეებზე მიუთითებს. „ოკუპანტები ვერ წარმოიდგენდნენ, რომ ახლაც კი, ასეთი სასტიკი ექვსთვიანი ომის შემდეგ, ჩვენ აღვნიშნავდით ჩვენს დამოუკიდებლობის დღღეს ჩვენს მიწასა და ჩვენს დედაქალაქში“, - განაცხადა, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გუშინ საღამოს თავის რეგულარულ ვიდეომიმართვაში. „180 დღე, თითქმის ექვსი თვე, და, ჩვენი ხალხის აბსოლუტურ უმრავლესობას ეჭვი არ ეპარება, რომ ჩვენ უკრაინის გამარჯვებას მივაღწევთ“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა. უკრაინის პრეზიდენტმა დამოუკიდებლობის დღეს შესაძლო პროვოკაციების შესახებ მოსახლეობა გააფრთხილა „მტრის ერთ-ერთი მთავარი მიზანია ჩვენი დამცირება, სასოწარკვეთის, შიშის და კონფლიქტის დათესვა. ვოლოდიმირ ზელენსკი: თუკი მარიუპოლში უკრაინელი სამხედრო ტყვეების „სასამართლო პროცესი“ გაიმართება, რუსეთთან მოლაპარაკებებზე სამუდამოდ უარს ვიტყვით „ჩვენ უნდა ვიყოთ საკმარისად ძლიერები, რომ წინააღმდეგობა გავუწიოთ ყველა პროვოკაციას და ვაიძულოთ ოკუპანტები, ტერორისთვის მძიმე ფასი გადაიხადონ“, - დაამატა ზელენსკიმ. ვითარება ბრძოლის ველზე: უკრაინის გენშტაბი ბოლო მონაცემებს აქვეყნებს ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
შალვა პაპუაშვილი: უკრაინის ხალხს უწყვეტ ძალასა და სიმამაცეს ვუსურვებთ, რათა მშვიდობიანი და წარმატებული მომავალი უზრუნველყოს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. ირაკლი ღარიბაშვილი: ომის ამ მძიმე პერიოდში უკრაინას და უკრაინელ ხალხს ვუსურვებთ მშვიდობას და კეთილდღეობას „უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ვულოცავ. თქვენი სამაგალითო ბრძოლა თავისუფლებისთვის დამოუკიდებლობის უდიდეს მნიშვნელობას უსვამს ხაზს. უკრაინის ხალხს უწყვეტ ძალასა და სიმამაცეს ვუსურვებთ, რათა დაიცვას თავისი სამშობლო და მშვიდობიანი და წარმატებული მომავალი უზრუნველყოს“, - წერს შალვა პაპუაშვილი Twitter-ზე. საქართველოს პრეზიდენტმა უკრაინას დამოუკიდებლობის დღე მიულოცა უკრაინის 31-ე დამოუკიდებლობის დღეს 24 აგვისტოს აღნიშნავს და ამ დღეს, რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან ზუსტად ექვს თვე გადის. წელს არ იქნება ზეიმი. ისმის გაფრთხილებები რუსეთის მხრიდან პოტენციურ საფრთხეზე. დღესასწაულის წინ, მთავრობამ დედაქალაქ კიევში მასობრივი შეკრებები აკრძალა. ჩვეულებრივ, უკრაინული სამხედრო აღლუმის ნაცვლად, რომელსაც კონცერტი მოჰყვებოდა ხოლმე, კიევის ცენტრალურ ქუჩაზე, ახლა, უკრაინულ ძალებთან ბრძოლაში დაზიანებული და დამწვარი რუსული სამხედრო მანქანები გვხვდება.
ჯო ბაიდენი: დღეს არის არამხოლოდ წარსულის ზეიმი, არამედ ხმამაღალი დადასტურება იმისა, რომ უკრაინა ამაყად რჩება და დარჩება სუვერენული, დამოუკიდებელი სახელმწიფო
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი უკრაინას დამოუკიდებლობის დღეს უსაფრთხოების ყველაზე დიდი დახმარების გამოცხადებით ულოცავს. ჯო ბაიდენის თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები მზად არის, მხარი დაუჭიროს უკრაინელ ხალხს, რადგან ისინი აგრძელებენ ბრძოლას საკუთარი სუვერენიტეტის დასაცავად. „უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ყველა ამერიკელის სახელით ვულოცავ. ბოლო ექვსი თვის განმავლობაში უკრაინელებმა მსოფლიო თავიანთი არაჩვეულებრივი გამბედაობითა და თავისუფლებისადმი თავდადებით შთააგონეს. ისინი მტკიცედ აღუდგნენ უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრას. დღეს არის არამხოლოდ წარსულის ზეიმი, არამედ ხმამაღალი, მკაფიო დადასტურება იმისა, რომ უკრაინა ამაყად რჩება და დარჩება სუვერენული და დამოუკიდებელი სახელმწიფო. ამერიკის შეერთებული შტატები მზად არის, მხარი დაუჭიროს უკრაინელ ხალხს, რადგან ისინი აგრძელებენ ბრძოლას საკუთარი სუვერენიტეტის დასაცავად. როგორც ამ ვალდებულების ნაწილი, სიამაყით ვაცხადებ უსაფრთხოების დახმარების დღემდე ყველაზე დიდი ტრანშის შესახებ: უკრაინას, უკრაინის უსაფრთხოების დახმარების ინიციატივის ფარგლებში, დაახლოებით 2.98 მილიარდი დოლარის იარაღი და აღჭურვილობა გადაეცემა. ეს საშუალებას მისცემს უკრაინას, შეიძინოს საჰაერო თავდაცვის სისტემები, საარტილერიო სისტემები და საბრძოლო მასალები, უპილოტო საჰაერო სისტემები და რადარები, რათა მან შეძლოს თავდაცვის უზრუნველყოფა გრძელვადიან პერსპექტივაში. მე ვიცი, რომ ეს დამოუკიდებლობის დღე მძიმეა მრავალი უკრაინელისთვის, რადგან ათასობით ადამიანი დაიღუპა ან დაიჭრა, მილიონობით დევნილად იქცა და მრავალი სხვა გახდა რუსული სისასტიკისა და თავდასხმების მსხვერპლი. მაგრამ ექვსთვიანმა დაუნდობელმა თავდასხმებმა მხოლოდ გააძლიერა უკრაინელების სიამაყე თავიანთი ქვეყნისა და დამოუკიდებლობის ოცდათერთმეტი წლის განმავლობაში. დღეს და ყოველდღე, ჩვენ ვდგავართ უკრაინელ ხალხთან, რათა გამოვაცხადოთ, რომ სიბნელე, რომელიც განაპირობებს ავტოკრატიას, არ ემთხვევა თავისუფლების ცეცხლს, რომელიც ანათებს თავისუფალი ადამიანების სულებს ყველგან. შეერთებული შტატები, მათ შორის ამაყი უკრაინელი ამერიკელები, მოუთმენლად ელის უკრაინის, როგორც დემოკრატიული, დამოუკიდებელი, სუვერენული და აყვავებული სახელმწიფოს აღნიშვნას მომდევნო ათწლეულების განმავლობაში. დღეს და ყოველდღე, ჩვენ ვდგავართ უკრაინელი ხალხის გვერდით, რათა მკაფიოდ დავაფიქსიროთ, რომ სიბნელე, რომელიც ავტოკრატიას მართავს, არ ემთხვევა თავისუფლების სულისკვეთებას, რომელიც თავისუფალი ადამიანების თანმდევია. შეერთებული შტატები, მათ შორის ამაყი უკრაინელი ამერიკელები, მოუთმენლად ელიან, იზეიმონ უკრაინის დამოუკიდებლობა, როგორც დემოკრატიული, სუვერენული და აყვავებული სახელმწიფოსი, მომდევნო ათწლეულების განმავლობაში“, - აღნიშნავს ჯო ბაიდენი.
კახა კალაძე უკრაინას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს: ჩვენ თქვენს გვერდით ვდგავართ ამ ბრძოლაში. გისურვებთ მშვიდობას და გამარჯვებას
თბილისის მერი კახა კალაძე უკრაინას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. შესაბამისი ტექსტი დედაქალაქის მერის Twitter-ზე განთავსდა. „ვულოცავ უკრაინას დამოუკიდებლობის დღეს. საქართველოს და უკრაინას აქვთ დიდი საერთო ისტორია თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის კუთხით. ჩვენ თქვენს გვერდით ვდგავართ ამ ბრძოლაში. გისურვებთ მშვიდობას და გამარჯვებას. #სლავაუკრაინა“, - წერს თბილისის მერი. შეგახსენებთ, უკრაინა 31-ე დამოუკიდებლობის დღეს 24 აგვისტოს აღნიშნავს და ამ დღეს, რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან ზუსტად ექვსი თვე გავიდა. დღესასწაულის წინ, მთავრობამ დედაქალაქ კიევში მასობრივი შეკრებები აკრძალა. ჩვეულებრივ, უკრაინული სამხედრო აღლუმის ნაცვლად, რომელსაც კონცერტი მოჰყვებოდა ხოლმე, კიევის ცენტრალურ ქუჩაზე, ახლა, უკრაინულ ძალებთან ბრძოლაში დაზიანებული და დამწვარი რუსული სამხედრო მანქანები გვხვდება.
თბილისის ანძა უკრაინის დროშის ფერებში განათდა
უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, თბილისის ანძა უკრაინის სახელმწიფო დროშის ფერებში განათდა. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. უკრაინის დამოუკიდებლობის დღე ქვეყნის ეროვნული დღესასწაულია, რომელიც 1991 წელს უკრაინის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის გამოცხადების ნიშნად, ყოველი წლის 24 აგვისტოს აღინიშნება. ქვეყნის მიერ დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღეს 31 წელი გავიდა. წელს ქვეყანა დამოუკიდებლობის დღეს ომის პირობებში ხვდება. როგორ ხვდება უკრაინა დამოუკიდებლობის დღეს დღესასწაულის წინ, მთავრობამ დედაქალაქ კიევში მასობრივი შეკრებები აკრძალა. ჩვეულებრივ, უკრაინული სამხედრო აღლუმის ნაცვლად, რომელსაც კონცერტი მოჰყვებოდა ხოლმე, კიევის ცენტრალურ ქუჩაზე, ახლა, უკრაინულ ძალებთან ბრძოლაში დაზიანებული და დამწვარი რუსული სამხედრო მანქანები გვხვდება.
თბილისში უკრაინის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი აქცია გაიმართა
საქართველოს პარლამენტის შენობის წინ უკრაინის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი აქცია გაიმართა. შეკრება ჯერ პირველი რესპუბლიკის მოედანზე დაიწყო, რის შემდეგაც მათ მსვლელობით რუსთაველის გამზირზე გადაინაცვლეს.„31 წლის წინ, 1991 წლის 24 აგვისტოს საქართველოს ისტორიულმა მეგობარმა და პარტნიორმა უკრაინამ დამოიკიდებლობა მოიპოვა. დღეს, 2022 წლის 24 აგვისტოს 6 თვე გავიდა უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი ომის დაყწებიდან. 6 თვეა უკრაინელები საკუთარი გმირული ბრძოლით აოცებენ მთელ მსოფლიოს და იცავენ 31 წლის წინანდელ მონაპოვარს. ჩვენ გვახსოვს უკრაინელების მხარდაჭერა აფხაზეთისა და 2008 წლის ომების დროს, როდესაც რუსეთი საქართველოს დაესხა თავს. გვჯერა უკრაინა გაიმარჯვებს და ბოროტების იმპერია კიდევ ერთხელ დაიშლება“, - აცხადებს საზოგადოებრივი მოძრაობები - „შეცვალე“ და „სირცხვილია“. უკრაინა 31-ე დამოუკიდებლობის დღეს 24 აგვისტოს აღნიშნავს და ამ დღეს, რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან ზუსტად ექვსი თვე გავიდა.
საგარეო საქმეთა სამინისტრო: საქართველო რჩება უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ერთგული მხარდამჭერი
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო „უკრაინელ ხალხს მშვიდობასა და კეთილდღეობას უსურვებს." „გულითადად ვულოცავთ უკრაინას დამოუკიდებლობის დღეს! საქართველო სოლიდარულია უკრაინის მიმართ და რჩება უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ერთგული მხარდამჭერი. საქართველო უკრაინელ ხალხს მშვიდობასა და კეთილდღეობას უსურვებს. გილოცავთ უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს!" - წერია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს Twitter პოსტში.
ზელენსკიმ უკრანელ ხალხს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა: ეს თავისუფალი, ძლიერი, ღირსეული ხალხის დღესასწაულია
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა. უკრაინის პრეზიდენტის შეფასებით, ეს თავისუფალი, ძლიერი, ღირსეული, თანასწორუფლებიანი ადამიანების დღესასწაულია. ყველასი, ვინც ჩვენ სახელმწიფოში ცხოვრობს. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინელი ხალხის ბრძოლა თითოეული მოქალაქისთვის არის მნიშვნელოვანი, რადგან მისი მიზანი დამოუკიდებელი უკრაინაა. „დღეს ჩვენ აღვნიშნავთ ჩვენი დამოუკიდებლობის 32-ე წლისთავს, უკრაინის დამოუკიდებლობას. ეს არის თავისუფალი ხალხის დღესასწაული, ძლიერი ხალხის დღესასწაული, ღირსეული ხალხის დღესასწაული, თანასწორების დღესასწაული, უკრაინელი კაცებისა და ქალების დღესასწაული. ეს არის ბრძოლა, რომელიც მნიშვნელოვანია ყველასთვის, ეს არის ბრძოლა უკრაინის თავისუფლებისთვის. დიდ ომში პატარა საქმეები არ არსებობს. აქ არ არსებობს უმნიშვნელო და არ არსებობს არასაჭირო რამ და ეს ეხება როგორც ადამიანებს, ასევე საქმეებსა და სიტყვებს. როდესაც ჩვენ აღვნიშნავთ უკრაინის დამოუკიდებლობას, ყველას შეუძლია ამ ზეიმის ნაწილად იგრძნოს თავი. ყველას შეუძლია საკუთარ თავს ჰკითხოს: "სად ვდგავარ მე უკრაინის დამოუკიდებლობაში? რა გავაკეთე მე უკრაინის დამოუკიდებლობისთვის? რა შევმატე მე უკრაინის დამოუკიდებლობას?" დღეს მე მინდა, მივულოცო იმ ადამიანებს, ვინც უკრაინას დამოუკიდებლობას აძლევს. ესენი არიან მეომრები, რომლებიც ქვეყნის დასაცავად დადგნენ და მე მადლობას ვუხდი თითოეულ ჯარისკაცსა და მეზღვაურს, თითოეულ სერჟანტს, ოფიცერსა და გენერალს, ასევე უკრაინელი ჯარისკაცის თითოეულ მამასა და დედას, ყველა ოჯახს, რომელმაც თავის შვილებს ჩაუნერგა უკრაინის სიყვარული და მზადყოფნა, რომ ნებისმიერ ფასად დაიცვას ის," - აღნიშნავს ზელენსკი.
ზურაბიშვილი უკრაინას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს: ჩვენ ერთად ვიქნებით თქვენი გამარჯვების დღეს
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით აცხადებს, რომ საქართველო უკრაინასთან ერთად ზეიმობს მისი დამოუკიდებლობის დღეს. „ძვირფასო ბატონო პრეზიდენტო, ძვირფასო უკრაინელო მეგობრებო, საქართველო დღეს თქვენ გვერდით დგას ამ დამოუკიდებლობის დღეს. საქართველოს სურს, თქვენთან ერთად იზეიმოს თქვენი დამოუკიდებლობა, რისთვისაც თქვენ ასე მამაცურად იბრძვით წელიწადნახევარია. ჩვენ ერთად ვიქნებით თქვენი გამარჯვების დღეს. გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს!"- აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი.
უკრაინა რუსეთთან მიმდინარე ომის პირობებში დამოუკიდებლობის დღე მეორედ აღნიშნავს
ხუთშაბათს, 24 აგვისტოს, უკრაინა საბჭოთა მმართველობისგან დამოუკიდებლობის 32 წლის იუბილეს აღნიშნავს. ამავე დღეს გადის წელიწადი და 6 თვე მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. 32 წლის წინ, უკრაინის უმაღლესმა რადამ ქვეყნის დამოუკიდებლობის დეკლარაცია მიიღო. მას სამი თვის შემდეგ რეფერენდუმი მოჰყვა. უკრაინის დამოუკიდებლობის შესახებ გამართულ რეფერენდუმში მოსახლეობის აქტივობა 84%-ს შეადგენდა. დამოუკიდებლობას მხარი 98%-მა დაუჭირა. იმავე დღეს ქვეყნის პირველ პრეზიდენტად უკრაინელმა ხალხმა ლეონიდ კრავჩუკი აირჩია. უკრაინამ სსრკ-ისგან დამოუკიდებლობა 1991 წლის 24 აგვისტოს გამოაცხადა. უკრაინა დამოუკიდებლობის დღეს წელსაც ომის პირობებში ხვდება. რუსეთი უკრაინაში გასული წლის თებერვალში შეიჭრა და დღემდე განაგრძობს სრულმასშტაბიან ომს. კიევში დღეს ოკუპანტების განადგურებული ტექნიკა გამოფენაზე იქნება წარმოდგენილი. უკრიანის დედაქალაქში სპეციალურად დამოუკიდებლობის დღისთვის ჩავიდა ლიეტუვის პრეზიდენტი. კიევში ყირიმის პლატორმას ესწრებოდა დღეს პორტუგალიის პრეზიდენტი. ქვეყანას ასევე ეწვია უნგრეთის პრეზიდენტი, რომელიც პრეზიდენტ ზელენსკის დღეს საღამოს შეხვდა. უკრაინაში ელოდებიან პარლამენტარებს 14 ქვეყნიდანაც. გუშინ, 23 აგვისტოს უკრაინა ეროვნული დროშის დღეს აღნიშნავდა. უკრაინის სახელმწიფო დროშის აღმართვის ცერემონიაში უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და ქვეყნის უმაღლესი პოლიტიკური და სამხედრო ხელმძღვანელობა მონაწილეობდნენ.წელს, უკრაინის შუაგულში (Pechersk hills) აღმართეს სპეციალური დროშა, რომელიც თავდაცვის მთელ ხაზს გადიოდა და რომელზეც უკრაინელი დამცველები ხელმოწერებს და სურვილებს ტოვებდნენ.„ამ დროშაზე გამოსახულია სპეციალური სიტყვები და ხელმოწერები, რომლებსაც განსაკუთრებული ადამიანები ტოვებენ. ესენი არიან ჩვენი ჯარისკაცები, ჩვენი დამცველები, ჩვენი მეომრები, რომლებიც იბრძვიან თავისუფლებისთვის, უკრაინელებისთვის, დამოუკიდებლობისთვის და უკრაინისთვის. ეს დროშა იყო ჩვენი ჯარისკაცების პოზიციებზე. ჩერნიგოვიდან ოდესამდე, უკრაინის თავდაცვის მთელი ხაზის გასწვრივ, სხვადასხვა საბრძოლო ბრიგადასა და ქვედანაყოფებში,“- განაცხადა პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას.
ირაკლი ღარიბაშვილი უკრაინას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უკრაინას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ირაკლი ღარიბაშვილი მეგობარ უკრაინელ ხალხს ომის მალე დასრულებას, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, მშვიდობას და კეთილდღეობას უსურვებს. „გულითადად ვულოცავ უკრაინას დამოუკიდებლობის დღეს! ჩვენს მეგობარ უკრაინელ ხალხს ვუსურვებ ომის მალე დასრულებას, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, მშვიდობას და კეთილდღეობას!“-აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ Twitter-ზე. უკრაინა რუსეთთან მიმდინარე ომის პირობებში დამოუკიდებლობის დღე მეორედ აღნიშნავს.
თურქულმა Baykar-მა უკრაინას დრონი აჩუქა
უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს, თურქულმა კომპანია Baykar Makina-მ უკრაინის დაზვერვის თანამშრომლებს Bayraktar TV2-ის ტიპის დრონი უსასყიდლოდ გადასცა. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველო იტყობინება. „24 აგვისტოს უკრაინულმა დაზვერვამ ცნობილი დრონების მწარმოებლისგან საჩუქრად Bayraktar TB2-ის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი მიიღო. ეს არ არის პირველი ასეთი საჩუქარი. 25 იანვარს Baykar Makina-მ უკრაინის დაზვერვას გადასცა ორი თვითმფრინავი - Bayraktar TB2. ამიტომ, ჩვენ გულწრფელ მადლობას ვუხდით ჩვენს მეგობრებსა და პარტნიორებს, რომლებიც აგრძელებენ უკრაინის დახმარებას ამ რთულ დროს. დღესასწაულისთვის საუკეთესო საჩუქარია ახალი იარაღი, რომელიც დაეხმარება მტრის განადგურებას და დაიცავს ჩვენს თავისუფლებას და დამოუკიდებლობას,“ - წერს დაზვერვა. Baykar-ი უკრაინაში დრონების ტექნიკური მომსახურების ცენტრს ააშენებს უკრაინულმა მხარემ 10 ივლისს განაცხადა, რომ ქვეყანაში თურქული Bayraktar-ების მწარმოებელი ქარხნის მშენებლობა დაიწყო. ცნობისთვის, უკრაინამ თურქული დრონი რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტების წინააღმდეგ პირველად 2021 წლის ოქტომბერში გამოიყენა. უკრაინელმა სამხედროებმა Facebook-ზე გამოაქვეყნეს ვიდეო, რომელშიც Bayraktar T2B ანადგურებს რუსული წარმოების საარტილერიო იარაღს სეპარატისტების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე.
თბილისის ანძა უკრაინის სახელმწიფო დროშის ფერებში განათდა
უკრაინა დღეს დამოუკიდებლობის 32-ე წლისთავს აღნიშნავს. ქვეყნის ეროვნულ დღესასწაულთან დაკავშირებით, თბილისის ანძა უკრაინის სახელმწიფო დროშის ფერებში განათდა. ამასთან, დამოუკიდებლობის დღე უკრაინელ ხალხს თბილისის მერმა, კახა კალაძემ მიულოცა და ტერიტორიულ მთლიანობასთან ერთად, კეთილდღეობა უსურვა. „ვულოცავ ჩვენს მეგობარს, უკრაინას და გმირ ხალხს უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს. დაე, თქვენი ბრძოლა იყოს გამარჯვების, დამოუკიდებლობისა და მშვიდობის მომტანი!!! უკრაინას ვუსურვებ ტერიტორიულ მთლიანობასა და კეთილდღეობას!,“ - აღნიშნა კახა კალაძემ. სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა უკრაინაში 1991 წლის 24 აგვისტოს გამოცხადდა.
უკრაინის დამოუკიდებლობის დღე თბილისში მსვლელობით აღნიშნეს
24 აგვისტოს თბილისის ქუჩებში მსვლელობით აღინიშნა უკრაინის დამოუკიდებლობის დღე. რადიო თავისუფლების ცნობით, აქცია ჭავჭავაძის გამზირზე დაიწყო და რუსთაველზე, პარლამენტის შენობის წინ დასრულდა. მსვლელობის მონაწილეთა ძირითადი ნაწილი უკრაინის მოქალაქეები იყვნენ. ქალაქის ქუჩებში ისმოდა უკრაინის ჰიმნი, მონაწილეებს კი ხელში ეჭირათ, სიმბოლურად შეკერილი, 32 მეტრის სიგრძის დროშა. „უკრაინის დამოუკიდებლობის დღეა. უკრაინა 32 წლის გახდა. მე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ შემიძლია ამ დღეს შვილებთან, ოჯახთან ერთად შევხვდე. მადლობა საქართველოს, რომ თბილად მიგვიღო. მინდა, რომ შემდეგ დამოუკიდებლობის დღეს სახლში შევხვდეთ,“ - განუცხადა რადიო თავისუფლებას აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, ირინა ნოვალენკომ. მსვლელობას "ვიბრძოლოთ თავისუფლებისთვის" ერქვა და მასში საქართველოს მოქალაქეებიც მონაწილეობდნენ. მსგავსი აქტივობები გაიმართა ბათუმსა და ქუთაისშიც. უკრაინა რუსეთთან მიმდინარე ომის პირობებში დამოუკიდებლობის დღე მეორედ აღნიშნავს.