თეგი: ჩეჩნეთი
კელი დეგნანი: ვიდრე რუსეთი დაიწყებს საუბარს საქართველოსთან გზებზე, პროექტებზე ან მსგავს დაპირებებზე, აუცილებელია, გაიყვანოს ჯარები საქართველოდან
ჩეჩნეთში კიდევ ერთხელ გახმოვანებულ ინიციატივაზე, რომელიც საქართველოსთან დამაკავშირებელი გზის მშენებლობას გულისხმობს, აშშ-ის ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა ჟურნალისტებთან ისაუბრა. „როგორც მე მახსოვს, ეს არის პროექტი, რომელზეც ჯერ კიდევ საბჭოთა დროს იყო საუბარი, 1970-იან ან 80-იან წლებში. მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, ვიდრე, რუსეთი დაიწყებს საქართველოსთან გზებზე, პროექტებზე ან მსგავს დაპირებებზე საუბარს, აუცილებელია, მან შეასრულოს ვალდებულებები, რაც 2008 წლის შეთანხმებით ეკისრება და გაიყვანოს ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან. ვფიქრობ, თუ რუსეთის გულწრფელობის განსჯა გსურთ, ნებისმიერი განცხადებისა თუ პირობის, შეხედეთ, როგორ ასრულებენ 2008 წლის ვალდებულებებს. მათ არცერთი ვალდებულება არ შეუსრულებიათ“, – განუცხადა კელი დეგნანმა ჟურნალისტებს. ცნობისთვის, 15 მარტს, ჩეჩნეთის დედაქალაქ გროზნოში, რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი ნიკოლაი პატრუშევი საგანგებო ვიზიტით ჩავიდა. გაფართოებულ შეხვედრაზე ამ გზის საჭიროება წამოჭრეს.
ჩეჩნეთის ხელისუფლებამ საქართველოსკენ გზის გაყვანის აუცილებლობაზე კიდევ ერთხელ განაცხადა
ჩეჩნეთის რესპუბლიკის ხელისუფლებამ საქართველოსკენ გზის გაყვანის აუცილებლობის საკითხი კიდევ ერთხელ წამოსწია. „ერთი კვირის წინ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა აღნიშნა რუსეთის ფედერაციაში ზოგადად სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარების მნიშვნელობა. ამიტომ, გროზნი-შატოი-იტუმ-კალი-შატილის გზის მშენებლობას ჩეჩნეთის რესპუბლიკისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს“, - განაცხადა ჩეჩნეთის ეკონომიკის, ტერიტორიული განვითარებისა და ვაჭრობის მინისტრმა რუსტამ შაპტუკაევმა. კელი დეგნანი: ვიდრე რუსეთი დაიწყებს საუბარს საქართველოსთან გზებზე, პროექტებზე ან მსგავს დაპირებებზე, აუცილებელია, გაიყვანოს ჯარები საქართველოდან მისი თქმით, ჩეჩნეთის მთავრობამ ამ საკითხთან დაკავშირებით არაერთხელ მიმართა ფედერალურ ცენტრს შესაბამისი წერილებით. შაპტუკაევი ამბობს, რომ ჩეჩნეთის მეთაურ რამზან კადიროვს "ეს საკითხი განსაკუთრებულ კონტროლზე აქვს აყვანილი". „ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაურის რამზან კადიროვის დავალებით, ეს საკითხი პრიორიტეტულია. დღემდე, ჩეჩნეთის რესპუბლიკის მთავრობამ შეასრულა სამუშაოები ამ ავტომაგისტრალის აშენების აუცილებლობის დასასაბუთებლად, რაც ხელს შეუწყობს ჩრდილოეთ-სამხრეთის სატრანსპორტო კვანძის გაფართოებას და მოიცავს ისეთ მთავარ კვანძს, როგორიცაა იტუმ-კალი-შატილის მარშრუტი“, - აცხადებს შაპტუკაევი. გროზნი-ინფორმის ცნობით, შაპტუკაევმა გზის მშენებლობის დაწყების ვადებთან დაკავშირებით შეკითხვასაც უპასუხა. „ამ ეტაპზე კონკრეტული თარიღები დადგენილი არ არის, ვიმედოვნებთ, რომ ეს უახლოეს მომავალში იქნება მითითებული. თუ რომელი უწყებები ააშენებენ გზას, მხოლოდ შესაბამისი დირექტივების მიღების შემდეგ შევძლებთ პასუხის გაცემას“. გროზნი-ინფორმი აღნიშნავს, რომ „რუსეთსა და საქართველოს შორის გზის მშენებლობა საშუალებას მისცემს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობები სრულიად ახალ დონეზე გადაიყვანოს, გააძლიეროს საერთაშორისო ურთიერთობები და შეამციროს სატრანსპორტო ხარჯები ტვირთების გადაზიდვისას რუსეთიდან სომხეთში, აზერბაიჯანში, ირანში, საქართველოსა და თურქეთში“. აღსანიშნავია, რომ თბილისმა არაერთხელ განაცხადა, რომ საქართველოს ჩეჩნეთთან დამაკავშირებელი ავტომაგისტრალის მშენებლობის საკითხი ქართული მხარის დღის წესრიგში არასოდეს ყოფილა. ამის შესახებ მიმდინარე წლის მარტში ქვეყნის რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ განაცხადა. დეპარტამენტში მცდარი უწოდეს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ თბილისმა პროექტის განხორციელებაზე თანხმობა განაცხადა. საქართველოსა და ჩეჩნეთის რესპუბლიკის საზღვარზე გზისა და სასაზღვრო გადასასვლელის მშენებლობის საკითხი განიხილეს მარტში რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს სხდომაზე, რომელიც გროზნოში გაიმართა. უშიშროების საბჭოს მდივანმა ნიკოლაი პატრუშევმა და ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმა ისაუბრეს გზის "სტრატეგიულ მნიშვნელობაზე" და მის მნიშვნელობაზე უცხოურ ბაზრებზე გასასვლელად.
რამზან კადიროვი გადადგომას გეგმავს
ჩეჩნეთის ლიდერმა, რამზან კადიროვმა „ტელეგრამ არხზე“ გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ შესაძლოა თანამდებობა დატოვოს. „მეგობრებო, დღეს გავიგე, რომ მე, თურმე ყველაზე ხანგრძლივი ვადით და სიცოცხლისუნარიანი ვარ ამ თანამდებობაზე, რუსეთის ფედერაციის შემადგენელი ერთეულების ამჟამინდელ ხელმძღვანელებს შორის. მე თვითონ შევამჩნიე, რომ ძალიან დიდხანს დავყავი აქ და [ჩამოვჯექი]. ვფიქრობ, რომ სრულად დავიმსახურე განუსაზღვრელი და ხანგრძლივი შვებულება. იმედი მაქვს, რომ მხარს დამიჭერთ და გამიგებთ“, - განაცხადა კადიროვმა. რამზან კადიროვი ჩეჩნეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი 2007 წლის 15 თებერვალს გახდა (2016 წლის 25 მარტიდან არის ჩეჩნეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი). კადიროვი „ერთიანი რუსეთის“ უმაღლესი საბჭოს ბიუროს წევრი და რუსეთის ფედერაციაში შესული ჩეჩნეთის რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტის, ახმად კადიროვის შვილია.
რამზან კადიროვი: ახლა წასვლის უფლება არ მაქვს
ჩეჩნეთის რესპუბლიკის ლიდერმა რამზან კადიროვმა „უვადო შვებულებაში“ გასვლა გადაიფიქრა. ამის შესახებ განმარტება, მან ტელეგრამის არხზე გამოქვყნებული ვიდეოში გააკეთა. რამზან კადიროვი გადადგომას გეგმავს კადიროვის თქმით ახლა „უბრალოდ არ აქვს წასვლის უფლება“, რადგან ხალხმა მიანდო რეგიონის ხელმძღვანელობა და „ამ ნდობის გამართლება მისი წმინდა მოვალეობაა“. ის მხოლოდ ხალხისა და რუსეთის პრეზიდენტის თხოვნით დატოვებს პოსტს. „ამიტომ, ვადამდელი შვებულების შესახებ საუბარს“ მომავლის გადადებს და კუთვნის შვებულებასაც არ აიღებს. „ვსაუბრობდი უვადო შვებულებაზე, ვფიქრობდი 15 წელი - ეს ბევრია, თურმე, ყოფილან გუბერნატორები, რომლებიც 27 წლის განმავლობაში მუშაობდნენ. გამოდის რომ არც ისე დიდხანს ვყოფილვარ" - ამბობს ჩენჩნეთის ლიდერი. რამზან კადიროვი ჩეჩნეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი 2007 წლის 15 თებერვალს გახდა (2016 წლის 25 მარტიდან არის ჩეჩნეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი). კადიროვი „ერთიანი რუსეთის“ უმაღლესი საბჭოს ბიუროს წევრი და რუსეთის ფედერაციაში შესული ჩეჩნეთის რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტის, ახმად კადიროვის შვილია.
რამზან კადიროვი: ჩეჩნური რაზმები „შვებულების შემდეგ“ უკრაინაში დაბრუნდნენ
ჩეჩნეთის ხელმძღვანელმა რამზან კადიროვმა განაცხადა, რომ მისი დავალებით ჩეჩნური შენაერთები უკრაინაში საბრძოლველად დაბრუნდნენ. რამზან კადიროვი: ახლა წასვლის უფლება არ მაქვს მან გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატი ადამ დელიმხანოვი ჩეჩენი სამხედროების თანხლებით აცხადებს, რომ რესპუბლიკური შენაერთები „10 ათასი ადამიანის ოდენობით“ იმოქმედებენ „ხერსონის ოლქში, ზაპოროჟიესა და დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში". კადიროვის თქმით, ჩეჩნური შენაერთები უკრაინაში შვებულების მინიჭების შემდეგ დაბრუნდნენ. ჩეჩნების უკრაინაში დაბრუნების შესახებ ინფორმაცია უკრაინის ჯარების წარმატებული კონტრშეტევის ფონზე გაჩნდა, რომლებმაც ხარკოვის მიმართულებით მნიშვნელოვანი წინსვლა შეძლეს. მანამდე, რამზან კადიროვმა განაცხადა, რომ შესაძლოა თანამდებობა დატოვოს. რამდენიმე დღის შემდეგ კი განაცხადა, რომ „უვადო შვებულებაში“ გასვლა გადაიფიქრა.
უკრაინის უმაღლესმა რადამ იჩქერიის დამოუკიდებლობა აღიარა
უკრაინამ იჩქერიის დამოუკიდებლობა აღიარა. უმაღლესმა რადამ მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც ჩეჩნეთის იჩქერიის რესპუბლიკას რუსეთის ფედერაციის მიერ დროებით ოკუპირებულად ცნობს. 287-მა მხარი დაუჭირა შესაბამის რეზოლუციის პროექტს. საუბარია „უკრაინის უმაღლესი რადას განცხადების შესახებ, რუსეთის ფედერაციის მიერ დროებით ოკუპირებული იჩქერიის (ჩეჩნეთის რესპუბლიკის) აღიარებისა და ჩეჩენი ხალხის გენოციდის დაგმობის შესახებ“. იჩქერიას აღმოსავლეთით ესაზღვრება დაღესტანი, დასავლეთით - ინგუშეთი და ჩრდილოეთი ოსეთი, სამხრეთიდან - საქართველო, ჩრდილო-დასავლეთიდან - სტავროპოლის მხარე. მისი ფართობი: 19 300 კვ. კმ-ს შეადგენს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ კადიროვის რაზმთან პირველი კონტრაქტი გააფორმა - მედია
კრემლის მიერ კონტროლირებული სააგენტოების, „რია ნოვოსტის“ და „ტასის“ მიერ რუსეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით დღეს გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაურ რამზან კადიროვის მიერ უკრაინასთან საომრად შექმნილ მოხალისეთა რაზმ „ახმატთან“ პირველი კონტრაქტი გააფორმა. მისივე თანახმად, კონტრაქტი „სამართლებრივად არეგულირებს მოხალისეთა ქვედანაყოფების საქმიანობას სპეციალური სამხედრო ოპერაციის ზონაში“. რუსეთი "სპეციალურ სამხედრო ოპერაციას" უწოდებს უკრაინასთან 2022 წლის 24 თებერვლიდან მიმდინარე სრულმასშტაბიან ომს. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სახელმწიფოს მიერ დადგენილი სოციალური დაცვის ზომები მოხალისეებსა და მათ ოჯახებზე გავრცელდება. კონტრაქტსრუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ, გენერალმა ალექსეი კიმმა და რუსეთის „სპეციალური დანიშნულების უნივერსიტეტის“ დირექტორმა, ადამ დაშაევმა მოაწერეს ხელი. ოფიციალური ინფორმაციით, რაზმი „ახმატი“ სწორედ ამ „უნივერსიტეტმა“ მოამზადა. კადიროვის ინიციატივით, 2013 წელს შექმნილი "სპეცდანიშნულების უნივერსიტეტი" ჩეჩნეთის ქალაქ გუდერმესში მდებარეობს.
მედია: სომხეთმა რუსეთის მიერ ძებნილის ექსტრადიციაზე უარი განაცხადა
ერევნის ადმინისტრაციულმა სასამართლომ უარი განაცხადა ჩეჩნური წარმოშობის რუსეთის მოქალაქის, სალმან მუკაევის რუსეთში ექსტრადირებაზე. ინფორმაციას რადიო თავისუფლების პროექტი Current Time ავრცელებს. სომხეთში მას თავშესაფარი და ლტოლვილის სტატუსი მიანიჭეს, როგორც პირს, რომელსაც საკუთარ სამშობლოში რეპრესიები ემუქრება. ამის შესახებ კრიზისულმა ჯგუფმა „SK SOS-მა“ განაცხადა. რუსეთში ის ძებნილად იყო გამოცხადებული სისხლის სამართლის საქმეზე იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენის, გადაცემის ან შენახვის ბრალდებით. სომხეთიდან მუკაევს ევროპის ქვეყანაში გაფრენა სურდა, მაგრამ საპასპორტო კონტროლისას განუცხადეს, რომ ის რუსეთში იძებნებოდა და საზღვარს ვერ გადაკვეთდა. ამის შემდეგ მან თავშესაფარი ითხოვა სომხეთში. ერევნის სასამართლომ აღიარა, რომ ჩეჩნეთში და ზოგადად რუსეთში ლგბტქ+ თემის წარმომადგენლებმა შეიძლება, განიცადონ დევნა, რეპრესიები და სასტიკი მოპყრობა. კერძოდ, გადაწყვეტილებაში ნახსენებია ახალი რუსული ნორმები, რომელთა მიხედვითაც ლგბტქ+ ექსტრემისტულ მოძრაობად არის აღიარებული. სალმან მუკაევი ჩეჩნეთში 2020 წლის თებერვალში დააკავეს. უფლებადამცველების თქმით, პოლიციელები მას სცემდნენ და აწამებდნენ. მუკაევი გათავისუფლების შემდეგ სომხეთში გაემგზავრა.
კადიროვის ვაჟმა მედალი მიიღო შეჯიბრებისთვის, რომელშიც მონაწილეობა არ მიუღია - მედია
ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 16 წლის ვაჟმა ადამმა დუბაიში, ე.წ. სპეცდანიშნულების რაზმების შეჯიბრებებში, UAE SWAT Challenge-ში, ჯილდო მიიღო. კონკურსის ოთხი დღის შედეგებით, საუკეთესო მაჩვენებლები ჰქონდა გუნდ „ახმატს“, რომელიც ჩეჩნეთის შსს სპეციალური პოლკის მეომრებისგან შედგება. სახელმწიფო სააგენტო „გროზნი-ინფორმის“ თანახმად, ჩეჩნეთის ხელმძღვანელის ვაჟი დაჯილდოებას ესწრებოდა საკუთარი მამის „უსაფრთხოების უზრუნველყოფის განყოფილების ხელმძღვანელის“ რანგში - ეს თანამდებობა ადამ კადიროვმა შემოდგომაზე მიიღო მას შემდეგ, რაც საგამოძიებო იზოლატორში სცემა ნიკიტა ჟურაველს, რომელიც ყურანის დაწვისთვის დააპატიმრეს. უმცროსი კადიროვი შეჯიბრში არ მონაწილეობდა, მაგრამ სცენაზე ჯილდოს მისაღებად პირველი გავიდა. ეს ჩანს ვიდეოში, რომელიც ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარემ, მაგომედ დაუდოვმა გამოაქვეყნა. მისი სიტყვებით, ადამ კადიროვი დუბაის შეჯიბრებებზე „მხარს უჭერდა“ „ახმატის“ მეომრებს. „სპეცდანიშნულების რაზმების შეჯიბრებების“ პირველ დღეს დუბაიში „ახმატმა“ მეოთხე ადგილი დაიკავა. მას გაუსწრეს გუნდებმა ყაზახეთიდან და არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან. ანალოგიური შედეგი აჩვენა კადიროვის სპეცდანიშნულების რაზმმა კონკურსის მეორე დღეს. მან წააგო ბელარუსის, ყირგიზეთისა და არაბთა გაერთიანებული საამიროების მებრძოლებთან. მესამე დღეს „ახმატმა“ მე-12 ადგილი დაიკავა და ჩამორჩა ბაჰრეინის, სამხრეთ აფრიკის, სერბეთის, აშშ-ისა და თურქეთის გუნდებს. წყარო
რამზან კადიროვის 18 წლის ვაჟი მინისტრად დაინიშნა
ჩეჩნეთის მეთაურის, რამზან კადიროვის უფროსი ვაჟი, 18 წლის ახმატ კადიროვი, რესპუბლიკის ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის პოსტზე დაინიშნა და რესპუბლიკის უმაღლესი ჯილდო [რამზანის მამის, ახმატ კადიროვის სახელობის] მიანიჭეს. მანამდე ახმატ კადიროვი სპორტისა და ახალგაზრდობის პოლიტიკის მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობას იკავებდა. 2023 წელს ახმატ კადიროვი გახდა მამის თანაშემწე და პრო-სამთავრობო მოძრაობა „პირველთა მოძრაობა“-ს ფილიალის თავმჯდომარე. გაზაფხულზე მოზარდს კრემლში უმასპინძლა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა. საერთო ჯამში, ჩეჩნეთში სხვადასხვა დონეზე სამთავრობო თანამდებობებს რამზან კადიროვის ოჯახის დაახლოებით 100 ნათესავი იკავებს.