თეგი: „ლუკოილი“

„ლუკოილი“ სიცილიაში გადამამუშავებელ ქარხანას ყიდის

იტალიაში გადაწყვიტეს, სიცილიაში „ლუკოილის“ ქარხნის კვიპროსის ფონდ G.O.I. Energy-ისთვის მიყიდვა დათქმით, რომ ქარხანაში ნავთობის მიმწოდებელი გაკონტროლდება. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. როგორც ცნობილია, რუსული ნავთობის ოფშორულ იმპორტზე ევროპული ემბარგო ძალაში 5 დეკემბერს შევიდა. ISAB-ის ქარხანა სიდიდით მესამეა ევროპაში. კომპლექსი ორ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას მოიცავს. „ლუკოილი“ ISAB კომპლექსის ერთადერთი მფლობელი 2013 წელს გახდა.  

ბულგარეთის ხელისუფლებამ ლუკოილის ნავთობტერმინალის ნაციონალიზაცია მოახდინა

ბულგარეთის მთავრობამ სახელმწიფოს,  ბურგასის პორტთან მდებარე ნავთობის ტერმინალი Rosenets-ი დაქვემდებარებაში გადასცა. ადრე ის რუსულ კომპანია „ლუკოილს“ ეკუთვნოდა. ბულგარეთის ხელისუფლებამ ლუკოილს ტერმინალის ექსპლუატაციის კონცესიის შეწყვეტის შესახებ ჯერ კიდევ აგვისტოს შუა რიცხვებში აცნობა. ბულგარეთის ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის მინისტრმა გეორგი გვოზდეიკოვმა განაცხადა, რომ მთავრობა კომპენსაციას არ გადაუხდის კონცესიონერს, რადგან ხელშეკრულება ფორსმაჟორული ვითარების გამო შეწყდა. ბულგარეთის ყოფილი პრემიერის პარტია, „ლუკოილისთვის“ ბურგასის სამხრეთით მდებარე პორტზე კონტროლის ჩამორთმევას ითხოვს „ამიერიდან ლუკოილს შეუძლია, ეძიოს თავისი უფლებები სხვაგან, მაგრამ არა ბულგარეთში. ჩვენ დავიცავით კანონი და ევროპული რეგულაციები,“ - განაცხადა მინისტრმა. 2011 წელს ლუკოილმა ხელი მოაწერა კონცესიის ხელშეკრულებას ტერმინალის მართვაზე. ხელშეკრულების ვადა 35 წელია. ამ ზაფხულს, ბულგარეთის პარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება, შეწყვიტოს ხელშეკრულება რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების გამო. ამ დროისთვის, ბულგარეთი ერთადერთი ქვეყანაა ევროკავშირში, რომელმაც რუსული ნავთობის იმპორტისთვის 2024 წლის ბოლომდე მიიღო ექსკლუზიური ნებართვა  მას შემდეგ, რაც ევროკავშირმა რუსეთს ნავთობზე ემბარგო დააწესა. შეგახსენებთ, რუსეთი მის მიერ უკრაინაში წარმოებულის გამო, სანქციების ქვეშაა. როგორ უჭერს მხარს ევროკავშირი უკრაინას: სანქციებიდან სამხედრო და ჰუმანიტარულ დახმარებამდე  

„ლუკოილი“ ბულგარეთში თავისი ბიზნესის გაყიდვის შესაძლებლობას განიხილავს

რუსეთის ნავთობკომპანია „ლუკოილი“ ბულგარეთში თავისი ბიზნესის გაყიდვის შესაძლებლობას განიხილავს. ამის შესახებ კომპანია იტყობინება. „ლუკოილს“ ბულგარეთში  ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა „ნეფტოხიმი“ ბურგასში, ასევე, საწვავისა და ბენზინგასამართი სადგურების საცავების ქსელი ეკუთვნის. კომპანია „გადახედავს სტრატეგიას ქვეყანაში აქტივების მიმართ“, რის მიზეზადაც ასახელებს ცვლილებებს თავისი საქმიანობის განხორციელების პირობებში. „ლუკოილის“ თანახმად, ბულგარეთის ხელისუფლებამ მოიწონა „დისკრიმინაციული კანონები“ და „მიკერძოებული პოლიტიკური გადაწყვეტილებები“ მიიღო. განცხადებაში ნათქვამია, რომ კომპანია საერთაშორისო კონსულტანტების მეშვეობით განიხილავს სხვადასხვა ვარიანტს, მათ შორის ბიზნესის გაყიდვას. უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ბულგარეთის ხელისუფლება ცდილობს, შეამციროს რუსეთის საწვავზე დამოკიდებულება.  

დიდმა ბრიტანეთმა „როსნეფტი“ და „ლუკოილი“ დაასანქცირა

დიდმა ბრიტანეთმა ორი უმსხვილეს რუსული ნავთობკომპანია „როსნეფტი“ და „ლუკოილი“ დაასანქცირა, რითაც „პუტინის საომარი მანქანისთვის დიდი დარტყმის შესახებ“ განაცხადა. დიდი ბრიტანეთის მთავრობის განცხადებით, რუსეთის უმსხვილესი ნავთობკომპანიები და გლობალური ბიზნესები, რომლებიც პუტინის უკანონო ომს უჭერენ მხარს, ახალი სანქციების ქვეშ მოექცნენ, დიდი ბრიტანეთი კრემლის შემოსავლებზე ზეწოლას ზრდის. ამით, დიდი ბრიტანეთი რუსეთს დღემდე ყველაზე მკაცრ სანქციებს უწესებს, რითაც ენერგეტიკის სფეროდან მიღებულ შემოსავლებს ახშობს. „უკრაინის უსაფრთხოება მნიშვნელოვანია მთელი ევროპისა და გაერთიანებული სამეფოს უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის. დღევანდელი ქმედება კიდევ ერთი ნაბიჯია უკრაინაში სამართლიანი და მდგრადი მშვიდობისკენ და უფრო უსაფრთხო გაერთიანებული სამეფოსკენ,“ - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა ივეტ კუპერმა. დიდმა ბრიტანეთმა „როსნეფტის“ ხელმძღვანელს იგორ სეჩინს პერსონალური სანქციები 2022 წლის მარტში დაუწესა, „ლუკოილის“ ხელმძღვანელი ვაგიტ ალეკპეროვი კი, 2022 წლის აპრილში დაასანქცირა. 15 ოქტომბერს განახლებულ სიაში ასევე მოხვდა ინდური კომპანია „ნავარა ენერჯი“, რომლის თანამესაკუთრეც „როსნეფტია.“ დიდი ბრიტანეთის სანქციებმა, რომლებიც 2022 წლის თებერვლიდან დაწესდა, 28.7 მილიარდი ფუნტის ღირებულების რუსული აქტივები გაყინა. “2024-25 წლების ყოველწლიურ მიმოხილვაში გამოცხადებული მაჩვენებელი ხაზს უსვამს დიდი ბრიტანეთის წამყვან როლს, რომელიც მას უკრაინაში რუსეთის უკანონო შეჭრის დაფინანსების ნაკადების ჩახშობაში შეაქვს,“ - აცხადებენ ბრიტანეთის მთავრობაში.  

ამერიკამ ორი უდიდესი რუსული ნავთობკომპანია - “როსნეფტი” და “ლუკოილი” დაასანქცირა

აშშ-მ რუსეთის მსხვილ ნავთობმწარმოებელ კომპანიებს Rosneft-სა და Lukoil-ს სანქციები დაუწესა. ვაშინგტონმა მოუწოდა მოსკოვს, დაუყონებლივ დათანხმდეს ცეცხლის შეწყვეტას. შესაბამის ინფორმაციას აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტი ავრცელებს. მისი განმარტებით, აშშ-ის სანქციები “რუსეთის მხრიდან უკრაინაში ომის დასარულებლად სერიოზული ერთგულების ნაკლებობის შედეგია.” აშშ მოუწოდებს რუსეთს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ცეცხლი. დასანქცირებულია "როსნეფტისა" და "ლუკოილის" 34 შვილობილი კომპანიაც. განცხადებაში აღნიშნულია, რომ დღევანდელი სანქციები ზეწოლას ზრდის რუსეთის ენერგეტიკის სექტორზე და ამცირებს კრემლის შესაძლებლობას, “მისი ომის მანქანისთვის შემოსავლების მოსაპოვებლად და თავისი დასუსტებული ეკონომიკის მხარდასაჭერად.” „ახლა მკვლელობების შეწყვეტისა და დაუყოვნებლივი ცეცხლის შეწყვეტის დროა. პრეზიდენტი პუტინის უარის გათვალისწინებით, დაასრულოს ეს უაზრო ომი, სახაზინო დეპარტამენტი რუსეთის ორ უდიდესი ნავთობკომპანიას ასანქცირებს, რომლებიც კრემლის ომის მანქანას აფინანსებენ. სახაზინო დეპარტამენტი მზად არის, შემდგომი ქმედებებისთვის, თუ საჭირო იქნება, რათა მხარი დაუჭიროს პრეზიდენტ ტრამპის მცდელობებს, დაასრულოს კიდევ ერთი ომი. ჩვენს მოკავშირეებს მოვუწოდებთ, შემოგვიერთდნენ და დაიცვან ეს სანქციები,” - განაცხადა აშშ-ის სახაზინო მდივანმა, სკოტ ბესენტმა. სახაზინო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ “როსნეფტი” ვერტიკალურად ინტეგრირებული ენერგოკომპანიაა, რომელიც სპეციალიზირებულია ბენზინის, ბუნებრივი აირისა და ნავთობპროდუქტების აღმოჩენაში, მოპოვებაში, გადამუშავებაში, ტრანსპორტირებასა და გაყიდვაში. “ლუკოილი” კი, თავის მხრივ, ჩართულია ნავთობისა და ბუნებრივი აირის მოპოვებაში, წარმოებაში, გადამუშავებაში, მარკეტინგსა და გავრცელებაში, როგორც რუსეთში, ასევე, საერთაშორისოდ.  

Bloomberg: ამერიკული სანქციების ფონზე, ინდოეთისკენ მიმავალი რუსული ნავთობით დატვირთული ტანკერი უკან გაბრუნდა

Bloomberg-ის ცნობით, რუსული ნავთობის გადამტანი ტანკერი ბალტიის ზღვაში უკან გაბრუნდა მას შემდეგ, რაც აშშ-მ „როსნეფტსა“ და „ლუკოილს“ სანქციები დაუწესა. მედია წერს, რომ ინდოეთში მიმავალი რუსული ნავთობის გადამტანმა ტანკერმა კურსი მარშრუტის შუაში შეიცვალა და ამჟამად ბალტიის ზღვაშია გაჩერებული. გემზე არსებული ნავთობი „როსნეფტის“ კომპანიას ეკუთვნის, რომელსაც აშშ-მ ერთი კვირის წინ სანქციები დაუწესა. ინდური ნავთობგადამამუშავებელი კომპანიების უფროსმა ხელმძღვანელებმა სააგენტოს განუცხადეს, რომ ახლა მოსალოდნელია რუსული ნავთობის ნაკადის მკვეთრი შემცირება. გავრცელებული ცნობით, 20 ოქტომბერს ტანკერზე რუსეთის ბალტიისპირეთის პორტ პრიმორსკში თითქმის 730,000 ბარელი ურალის ნედლი ნავთობი გადაიტვირთა. Bloomberg-ის ცნობით, ვაშინგტონის სანქციებმა შესაძლოა, მნიშვნელოვნად შეამციროს რუსული ნავთობის ექსპორტი — განსაკუთრებით, ინდოეთში, რომელიც სრულმასშტაბიანი შემოჭრის დაწყებიდან რუსული ენერგორესურსების ერთ-ერთი მთავარი მყიდველი გახდა.  

აშშ-ის მიერ სანქცირებული „ლუკოილი“ უცხოურ აქტივებს შვეიცარიულ კომპანიას მიჰყიდის

რუსული ენერგეტიკული გიგანტი „ლუკოილი“ აშშ-ის სანქციების საპასუხოდ, შვეიცარიაში დაფუძნებულ კომპანიას თავის უცხოურ აქტივებს მიჰყიდის. კომპანიის განცხადებით, მისი უცხოური აქტივების შვეიცარიაში დაფუძნებული ენერგეტიკული სავაჭრო კომპანია Gunvor-ისთვის მიყიდვა, „გარკვეული სახელმწიფოების მიერ კომპანიისა და მისი შვილობილი კომპანიების წინააღმდეგ დაწესებულ შემზღუდავ ზომებს“ უკავშირდება. Politico-ს ცნობით, კომპანია Gunvor-ის თანადამფუძნებელი რუსი მილიარდერი და პუტინის ახლო მოკავშირე გენადი ტიმჩენკოა.  გამოცემა წერს, რომ ტიმჩენკომ კომპანიაში თავისი წილი 2014 წელს მას შემდეგ გაყიდა, რაც რუსეთის მიერ ყირიმში შეჭრის გამო, სანქციები დაწესდა. შეგახსენებთ, „ლუკოილმა“ უცხოური აქტივების გაყიდვის განზრახვის შესახებ მიმდინარე კვირის დასაწყისში გამოაცხადა. ამჟამად „ლუკოილი“ მსოფლიოში დაახლოებით 5000 ავტოგასამართ სადგურს მართავს და „როსნეფტთან“ ერთად, მოსკოვის ნედლი ნავთობის ექსპორტის დაახლოებით ორ მესამედს ითვლის. ამერიკამ ორი უდიდესი რუსული ნავთობკომპანია - “როსნეფტი” და “ლუკოილი” დაასანქცირა