ადამ კინზინგერი: ბაიდენის ადმინისტრაციამ მსოფლიოს მასშტაბით ავტორიტარული მმართველები კიდევ უფრო წააქეზა

"ბაიდენის ადმინისტრაციამ მსოფლიოს მასშტაბით ავტორიტარული მმართველები კიდევ უფრო წააქეზა", - ამის შესახებ კონგრესმენი ადამ კინზინგერი Twitter-ში წერს.

"ჩრდილოეთის ნაკადი-2"-ის წინააღმდეგ სანქციებზე უარის თქმით, ჩვენი ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპელი მოკავშირეების პრობლემების შემცირებით და პუტინის დამშვიდებით მაშინ, როდესაც მისი კიბერმეომრები აშშ-ს თავს ესხმიან, ბაიდენის ადმინისტრაციამ მსოფლიოს მასშტაბით ავტორიტარული მმართველები კიდევ უფრო წააქეზა. ამ გზით ტრანსატლანტიკური პარტნიორობის აღდგენა შეუძლებელია", - წერს კონგრესმენი.

რესპუბლიკელი კონგრესმენები „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის წინააღმდეგ სანქციების აღდგენას ითხოვენ

აშშ-მა "ჩრდილოეთის ნაკადი 2"-თან დაკავშირებულ რუსულ კომპანიებსა და ხომალდებს სანქციები დაუწესა

ცნობისთვის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის ოპერატორს, Nord Stream 2 AG-სა და მის აღმასრულებელ დირექტორს, მატიას ვარნიგს სანქციები არ დაუწესა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის ოპერატორისა (Nord Stream 2 AG) და მისი აღმასრულებელი დირექტორისთვის, მატიას ვარნიგისთვის სანქციების გაუქმება აშშ-ის ეროვნულ ინტერესებს პასუხობს.

ვოლოდიმირ ზელენსკი: მხოლოდ აშშ-ს და ჯო ბაიდენს შეუძლიათ "ჩრდილოეთ ნაკადი 2"-ის მშენებლობის შეჩერება

ვლადიმერ პუტინი : "ჩრდილოეთის ნაკად 2-ის" პირველი ხაზით ბუნებრივი აირის მიწოდება შესაძლოა, ათ დღეში დაიწყოს