სამიტის დროს მიღებულ მრავალ მნიშვნელოვან განცხადებას და გადაწყვეტილებას შორის, საფრანგეთის ელჩი საქართველოში დიეგო კოლასი მნიშვნელოვნად მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ NATO-სა და საქართველოს შორის ამბიციური პარტნიორობა მტკიცედ დადასტურდა. ამის შესახებ დიეგო კოლასმა Europetime-ს ექსკლუზიურად განუცხადა.
„NATO-ს სამიტზე, რომელიც ახლახან გაიმართა, ძალიან მნიშვნელოვანი და წარმატებული შეხვედრები შედგა. ეს იყო ძლიერი და ნაყოფიერი შეხსენება იმისა, თუ რა არის NATO და რას აკეთებს ის.
სამიტის დროს მიღებულ მრავალ მნიშვნელოვან განცხადებას და გადაწყვეტილებას შორის, სწორია, რომ NATO-სა და საქართველოს შორის ამბიციური პარტნიორობა მტკიცედ დადასტურდა.
ახლა მთავარია ამ ამბიციური პარტნიორობის ფარგლებში არსებული მრავალი შეთანხმების განხორციელება. ეს გააძლიერებს საქართველოს და NATO-ს. ასევე, უფრო დააახლოებს ევროპასა და საქართველოს“, - განუცხადა Europetime-ს საფრანგეთის ელჩმა საქართველოში დიეგო კოლასმა.
საქართველო გახდება NATO-ს წევრი - NATO-ს სამიტის კომუნიკე
ექსკლუზივი: ჯეიმს აპატურაი: NATO საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების ერთგული მხარდამჭერია