ევროსასამართლომ  რუსეთის წინააღმდეგ "რადიო თავისუფლების" სარჩელი განსახილველად მიიღო

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ "რადიო თავისუფლების" სარჩელი განიხილა, რომელიც წარმოადგენს მედიაკორპორაცია "რადიო თავისუფალი ევროპა / რადიო თავისუფლებისა" და მისი გენერალური დირექტორის ანდრეი შარის ინტერესებს.

საერჩელი ეხება მრავალმილიონიან ჯარიმებს, რომლებიც "რადიო თავისუფლებასა" და მედიაკორპორაციის სხვა პროექტებს დააკისრა როსკომნადზორმა „უცხოეთის აგენტების“ შესახებ კანონის მიხედვით.

მოსარჩელეები დარწმუნებულნი არიან, რომ ამ კანონმდებლობის გამოყენება არღვევს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მუხლებს.

2021 წლის იანვარ-მარტში როსკომნადზორმა სასამართლოს გადაუგზავნა 520 ოქმი რთე/რთ-ის მიერ კანონის დარღვევების შესახებ, ივნისის შუა რიცხვებში კი 130 ახალი ჯარიმის გაფორმება დაიწყო. ჯარიმების საერთო ღირებულება 140 მილიონ რუბლს აღემატება (თითქმის 2 მლნ დოლარი).

შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა კანონმდებლობას, რომელიც, საშუალებას იძლევა, ინდივიდებს და საჯარო უწყებებს ეწოდოს უცხოეთის აგენტები, თუკი ჩაითვლება, რომ მათი პოლიტიკური მოქმედება "უცხო ქვეყნის ინტერესებს" შეესაბამება.

ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი რუსეთისგან მოითხოვს, გააუქმოს კანონი „უცხოეთის აგენტების“ შესახებ

რუსეთმა “რადიო თავისუფლება” უცხოეთის აგენტთა კანონით 150 000 დოლარით დააჯარიმა

მოსკოვის სასამართლომ „რადიო თავისუფლების“ საჩივრები, „უცხოეთის აგენტის“ სტატუსთან დაკავშირებული ჯარიმების შესახებ, არ დააკმაყოფილა

მოსკოვში, რადიო თავისუფლების საბანკო ანგარიშები დააყადაღეს

რადიო თავისუფლებამ რუსეთს ევროსასამართლოში უჩივლა