ჯეიმს აპატურაი: დიდმა ბრიტანეთმა ალიანსს მიაწოდა ინფორმაცია შავ ზღვაში მომხდარი ინციდენტის შესახებ და NATO-ს მომხდარის შესახებ სრული სურათი აქვს

ერთ-ერთი საკითხი, რომელსაც განვიხილავ საქართველოში შავი ზღვის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, NATO-სა და საქართველოს თანამშრომლობის გაღრმავებაა, - ამის შესახებ სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ჯეიმს აპატურაიმ "პირველ არხთან" ინტერვიუში განაცხადა.

მისივე თქმით, დიდმა ბრიტანეთმა ალიანსს მიაწოდა ინფორმაცია შავ ზღვაში მომხდარი ინციდენტის შესახებ და NATO-ს მომხდარის სრული სურათი აქვს.

"NATO-ს მტკიცე პოზიცია აქვს, როდესაც საქმე ეხება ნაოსნობის თავისუფლებას და ფაქტს, რომ ყირიმი უკრაინაა და არა რუსეთი. ამ ინციდენტის დროს NATO-ს მოკავშირეებმა გამოიჩინეს სიმტკიცე ჩემს მიერ ჩამოთვლილი პრინციპების დაცვაში. რუსეთმა უნდა გააცნობიეროს, რომ NATO-ს მოკავშირეები ამ საკითხზე უკან არ დაიხევენ. როგორც ვიცი, DEFENDERi-ი ბოლოს საქართველოში ჩამოვიდა. ასე რომ, ეს არის მოკავშირეების ერთობლივი ვალდებულება, უზრუნველყონ შავი ზღვის უსაფრთხოება და იმ პრინციპებისადმი ერთგულება, რაც მნიშვნელოვანია ამ რეგიონისთვის", – განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ.

აპატურაის განცხადებით, ცხადია, რომ რუსეთი აგრძელებს რეგიონის დესტაბილიზაციას და ათავსებს შეიარაღებას ყირიმში, მათ შორის სარაკეტო სისტემებს, რაც ნაოსნობის თავისუფლებას ართულებს.

"ჩვენ ვმუშაობთ უფრო მჭიდროდ საქართველოსა და უკრაინასთან პოლიტიკური კონსულტაციებისა და ინფორმაციის გაცვლის კუთხით. ამასთან, NATO უფრო მეტად არის წარმოდგენილი შავ ზღვაში და ამას ვხედავთ. ასევე, ჩვენი საზღვაო ძალების დანაყოფები, რომლებიც ამ რეგიონში გამოგვყავს. ამას აკეთებენ NATO-ს ინდივიდუალური წვერებიც, თუმცა ეს ქმედებები კოორდინირებულია. თქვენ ხედავთ ბრიტანულ ძალებს, ფრანგები დაფრინავენ და აშშ-ის რეგულარულად შემოჰყავს გემები. რუსებს მუდმივად არ მოსწონთ ეს, მაგრამ ჩვენ ამას მაინც ვაკეთებთ. ჩვენ ნამდვილად არ მივიღებთ, რომ შავი ზღვა რუსულია და ჩვენ შევინარჩუნებთ ჩვენს წარმომადგენლობას NATO-ს მოკავშირეებისა და პარტნიორების მხარდასაჭერად. ერთ-ერთი საკითხი, რომელსაც განვიხილავ საქართველოში შავი ზღვის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, NATO-სა და საქართველოს თანამშრომლობის გაღრმავებაა. გადავდგამთ პრაქტიკულ ნაბიჯებს იმ პარამეტრებში, რაზეც ვისაუბრეთ", - განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ.

ჯეიმს აპატურაი საქართველოშია

ჯეიმს აპატურაი: ჩემს თავს ვხედავდი არამხოლოდ როგორც NATO-ს სპეციალურ წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიაში, არამედ საქართველოს სპეციალურ წარმომადგენელს NATO-ში

ექსკლუზივი: NATO: ჯეიმს აპატურაის ვიზიტი იქნება NATO-ს სამიტის შეჯამება და საქართველოსთან გრძელვადიანი პარტნიორობის განვითარებაზე მსჯელობის შესაძლებლობა

რუსულმა სამხედრო გემმა ბრიტანეთის საზღვაო ძალების სამხედრო გამანადგურებელ გემს გამაფრთხილებელი ცეცხლი გაუხსნა

დიდი ბრიტანეთი უარყოფს, რომ რუსულმა გემმა შავ ზღვაში ბრიტანულ ხომალდს გამაფრთხილებელი ცეცხლი გაუხსნა

ბათუმის პორტში დიდი ბრიტანეთის სამხედრო საზღვაო ფლოტის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი საჰაერო გამანადგურებელი HMS Defender-ი შემოვიდა

ბრიტანეთის ელჩი: საქართველოს ტერიტორიულ წყლებში გემის ვიზიტი საქართველოსთან მაღალი დონის სტრატეგიული დიალოგის დაწყების უნიკალური საშუალებაა