NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაი საქართველოს ეწვევა. ამის შესახებ Europetime-ს NATO-ში ოფიციალურად განუცხადეს. მისივე ცნობით, ვიზიტი ამ კვირაში შედგება.
"ეს ვიზიტი მიმდინარე კვირაში გაიმართება. ეს იქნება ბატონი აპატურაის, როგორც NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის გამოსამშვიდობებელი ვიზიტი. ვიზიტი წარმოადგენს ბატონი აპატურაის რეგულარული კონსულტაციების ნაწილს საქართველოს ოფიციალურ პირებთან.
ეს ასევე იქნება შესაძლებლობა, შევაფასოთ საქართველოსთან NATO-ს გრძელვადიანი პარტნიორობის მიმდინარე განვითარება და გავუზიაროთ ხედვები ამ თვეს, ბრიუსელში (ბელგიაში) ჩატარებულ NATO-ს სამიტთან დაკავშირებით", - განუცხადეს Europetime-ს NATO-ში.
NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის გარდა, აპატურაის ამჟამად პოლიტიკურ საკითხებში გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილის თანამდებობაც უკავია. დაგეგმილი ვიზიტის შესახებ ინფორმაცია გუშინ, ტელეკომპანია "იმედმა" გაავრცელა..
ცნობისათვის, სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელ ჯეიმს აპატურაისთან ექსკლუზიური ინტერვიუ Europetime-მა 27 აპრილს ჩაწერა.
მან აღნიშნა, რომ NATO ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული შეთანხმებით გათვალისწინებული შემდგომი ნაბიჯების შესრულებას ინტერესით დააკვირდება. ამასთან, ჯეიმს აპატურაიმ იმედი გამოთქვა, რომ შეთანხმება განახლებულ ბიძგს მისცემს შიდა რეფორმებს და საქართველოს უფრო დააახლოებს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ამოცანებთან, ევროკავშირსა და NATO-ში ინტეგრაციისთვის.
საქართველო გახდება NATO-ს წევრი - NATO-ს სამიტის კომუნიკე
საგარეო უწყება NATO-ს სამიტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
NATO გაფართოებას აპირებს - კომუნიკეს ანალიზი
ექსკლუზივი: სენატორი რობ პორტმანი: მივესალმები საქართველოსა და უკრაინის მიმართ NATO-ს მხარდაჭერას