პრემიერი: აშშ-ის მთავრობის და უშუალოდ პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, საქართველოს Pfizer-ის ვაქცინის რამდენიმე ასეული ათასი დოზა საჩუქრად გადაეცემა

აშშ-ის მთავრობის და უშუალოდ პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, საქართველოს Pfizer-ის ვაქცინის რამდენიმე ასეული ათასი დოზა საჩუქრად გადაეცემა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ დამატებითი დეტალები მოლაპარაკებების დასრულებისთანავე გაცდება ცნობილი.

„აშშ-ის მთავრობის და უშუალოდ პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, საქართველოს „ფაიზერის“ ვაქცინის რამდენიმე ასეული ათასი დოზა საჩუქრად გადაეცემა. ამის თაობაზე ცოტა მოგვიანებით, მას შემდეგ, რაც ჩვენს მეგობრებსა და კოლეგებთან საბოლოო დეტალებს გავივლით, ვაცნობებთ ჩვენს საზოგადოებას“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

თეთრი სახლი: აშშ ვაქცინის 80 მილიონ დოზას სხვადასხვა ქვეყანას, მათ შორის საქართველოს გაუნაწილებს

ამერიკელმა სენატორმა ჯინ შაჰინმა საქართველოში ყოფნისას გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ აშშ საქართველოს ვაქცინებს მიაწვდის.

საქართველოში მილიონი დოზა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ჩამოვიდა

ირაკლი ღარიბაშვილი: მზად ვართ, ორშაბათიდან დავიწყოთ მასობრივი ვაქცინაცია

Sinopharm-ით აცრისთვის რეგისტრაციის თარიღი ცნობილია

ეკატერინე ტიკარაძე: ის ეტაპი, რომელიც დღეს იწყება კოვიდპანდემიასთან ბრძოლაში, არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაზა