ტერეზა რიბეირო: შოკირებული ვარ ჟურნალისტებზე თავდასხმების გამო, მოვუწოდებ ხელისუფლებას ჩაატარონ სწრაფი და ეფექტური გამოძიება

მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთოს წარმომადგენელი ტერეზა რიბეირო გმობს თბილისში ჟურნალისტებზე განხორციელებულ ძალადობას და ხელისუფლებას მოუწოდებს, დამნაშავე პირებს პასუხისმგებლობა დაეკისროთ.

რიბეირომ ასევე მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, უკანასკნელ წლებში ქვეყანაში განხორციელებული ყველა ძალადობრივი ინციდენტისა და მედიის წარმომადგენლების მიმართ არასათანადო მოპყრობის თაობაზე დაწყებული გამოძიებები ბოლომდე მიიყვანოს.

„თბილისში, გუშინ ჟურნალისტებზე განხორციელებული მასობრივი თავდასხმების გამო შოკირებული ვარ და ამ დანაშაულებრივ ქმედებებს მკაცრად ვგმობ. მიუღებელია ჟურნალისტებზე ძალადობა, თავდასხმა გამოხატვის თავისუფლებაზე. ყველა საშუალება უნდა იქნას გამოყენებული, რომ მომავალში ეს აღარ განმეორდეს. მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, ჩაატარონ სწრაფი, ეფექტური და გამჭვირვალე გამოძიება დამნაშავეთა იდენტიფიცირებისა და პასუხისგებაში მისაცემად“, – აღნიშნავს რიბეირო.

Amnesty International-ის გენერალური დირექტორი: სრულიად აღშფოთებული ვარ „თბილისი პრაიდის“ წინააღმდეგ ძალადობით და პოლიციის უმოქმედობით

დუნია მიატოვიჩი: ძალადობა "თბილისი პრაიდის" დროს, არის ილუსტრაცია იმისა, რომ LGBTI ადამიანები აწყდებიან განმეორებით მუქარებს საქართველოში

ან ლინდე: მკაცრად ვგმობ, თბილისში LGBTI საზოგადოების წევრებზე, სამოქალაქო საზოგადოებასა და ჟურნალისტებზე განხორციელებულ ძალადობრივ თავდასხმებს

ეუთო/ოდირი: შეშფოთებულები ვართ, თბილისში მომხდარი ძალადობით და დაგეგმილი მშვიდობიანი შეკრების გაუქმებით

საელჩოები: ვგმობთ დღევანდელ ძალადობრივ თავდასხმებს და ასევე ხელისუფლების ლიდერებისა და სასულიერო პირების მხრიდან ამ ძალადობის არდაგმობას

ნიდერლანდების საგარეო უწყება: ძალადობა და მუქარები ჟურნალისტებისა და LGBTI ​ჯგუფების წინააღმდეგ მიუღებელია

გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი: ვგმობთ ჟურნალისტებსა და „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორებზე მუქარასა და თავდასხმას

იან კელი: სევდიანი დღეა საქართველოსთვის და მისი მხარდამჭერებისთვის

ევროსაბჭოს გენერალური მდივნის სპიკერი: ვგმობთ ძალადობრივ შეტაკებებს "თბილისი პრაიდის" ჩატარებამდე, რამაც გამოიწვია მისი გაუქმება