პაატა იმნაძე: "დელტა" შტამი უფრო ჰგავს გაციებას, ვიდრე აქამდე არსებული შტამები, ამიტომ, ვისაც გაციების სიმპტომები გექნებათ, გაიტესტეთ

"სამწუხაროდ, გარდაცვლილთა რაოდენობა მოიმატებს. ამიტომ, ავიცრათ, დავიცვათ დისტანცია და ვატაროთ პირბადე. "დელტა“ შტამი უფრო ჰგავს გაციებას, ვიდრე აქამდე არსებული შტამები ჰგავდა. ამიტომ, ვისაც გაციების სიმპტომები გექნებათ, აუცილებლად გაიტესტეთ",- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა.

პაატა იმნაძე მოსახლეობას რეგულაციების დაცვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს.

"მოერიდეთ გარშემომყოფებს, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. სამწუხაროდ, დღეს გვაქვს ინფორმაცია, რომ ადამიანები, რომლებმაც იციან, რომ ინციფირებულნი არიან, არ იცავენ წესებს, დადიან გარეთ და კიდევ უფრო ავრცელებენ ინფექციას. არ ვიცი, ასეთ ადამიანებს რა ვუწოდო", - განაცხადა პაატა იმნაძემ.

პაატა იმნაძე: დაახლოებით, ყოველი 50-ე და მე-60 ჩვენი თანამოქალაქე კორონავირუსით ინფიცირებულია, ძალიან მძიმე სიტუაციაა

პაატა იმნაძე: თუ აცრაზე უარს გეტყვიან, ჩააწერინეთ მიზეზი და ამას რეგულირების სააგენტო შეისწავლის

პაატა იმნაძე: 100 000 მოსახლეზე გადაანგარიშებით, საქართველოში 5-ჯერ უფრო რთული სიტუაციაა, ვიდრე იყო ინდოეთში

კორონავირუსი კიდევ 5359 ადამიანს დაუდასტურდა, 42 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

საქართველოში საერთო ჯამში ვაქცინირებულთა რაოდენობა 700 000-ს გადასცდა