რუსეთი ავღანეთიდან დიპლომატების ევაკუაციას არ გეგმავს

რუსეთი ავღანეთიდან დიპლომატების ევაკუაციას არ გეგმავს. ინფორმაცია სამთავრობო მედია RIA-ს ავღანეთის საკითხებში რუსეთის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა და საგარეო საქმეთა სამინისტროს აზიის დეპარტამენტის დირექტორმა, ზამირ კაბულოვმა, დაუდასტურა.

ცნობისთვის, ,,თალიბანის" მებრძოლებმა ქაბულზე შეტევა დაიწყეს და ავღანეთის დედაქალაქში შევიდნენ.

ავღანეთში ვითარება დაძაბულია. საერთაშორისო მედიის ბოლო ცნობებით, მოძრაობა „თალიბანის“ წევრებმა დაიკავეს ქალაქი მაზარ-ი-შარიფი. ამერიკელი დიპლომატების უსაფრთხო ევაკუაციის მიზნით, ქაბულში 3000 ამერიკელი სამხედრო იმყოფება, თუმცა აშშ-ის პრეზიდენტმა 15 აგვისტოს განაცხადა, რომ ეს რიცხვი 5000-მდე გაიზრდება. ჯო ბაიდენის განცხადებით, თუ "თალიბანი" დიპლომატების გაყვანის პროცესს საფრთხეს შეუქმნის, ის "ძლიერ სამხედრო" პასუხს მიიღებს.

,,თალიბანის" მებრძოლები მას შემდეგ შევიდნენ ქაბულში, რაც ამერიკელი დიპლომატების ვერტმფრენით ევაკუაცია მოხდა

ჩეხეთს ქაბულიდან დიპლომატები გაჰყავს

გერმანიის მთავრობა ქაბულში საელჩოს თანამშრომლებს მინიმუმამდე შეამცირებს

მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით, ავღანეთში ჯარისკაცებს ბრიტანეთიც გზავნის

ბაიდენი "თალიბანს" ძლიერი სამხედრო პასუხით ემუქრება