საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსი, მეუფე საბა ინწკირველი ვიდეომიმართვაში აცხადებს, რო აცრა ექიმების საკითხია, თუ მოგვიწოდებენ, რომ ავიცრათ, მაშინ უნდა ვუსმინოთ მათ.
მისი თქმით, ვაქცინასთან დაკავშირებით მედიკოსები უნდა საუბრობდნენ და არა სასულიერო პირები.
"კორონავირუსი არის ფიზიკური დაავადება და არა სულიერი დაავადება. ეს არ უნდა განვიხილოთ როგორ საღვთისმეტყველო საკითხი, ესაა სამედიცინო საკითხი.
ვირუსთან დაკავშირებით ინფორმაცია უნდა მოგვაწოდონ მედიკოსებმა და მათ შორის დღევანდელ დღეს, ვაქცინასთან დაკავშირებით მედიკოსები უნდა საუბრობდნენ და არა სასულიერო პირები. რა თქმა უნდა, ისინი საუბრობენ, გვაწვდიან ინფორმაციას და მოგვიწოდებენ აცრისკენ, მაგრამ, სამწუხაროდ, არის სასულიერო პირთა ნაწილი, რომელიც ვირუსის დემონირებას ახდენს და მათი სიტყვით შესაძლებელი ხდება, რომ შეიძლება ადამიანები მოკვდნენ, დაუჯერონ მათ სიტყვას, არ აიცრან და გახდნენ ამ ვირუსის მსხვერპლი.
ორი წლის წინ გამოცხადებული ომის წინა ხაზზე დგანან ექიმები. ჩვენ სასულიერო პირები ვართ სულისმიერი ექიმები. მაგრამ ჩვენ გვყავს ხორციელი, ხორცის ექიმები, ამიტომ როდესაც ხორციელი დაავადება გვაქვს, ვეკითხებით იმ ექიმებს ვისაც განათლება აქვს ამ სფეროში.
მე მეკითხებიან, ავიცრათ თუ არა? რომელი ვაქცინა არის უკეთესი? თავიდანვე ვეუბნები ამ ადამიანებს, რომ სასულიერო პირს ამ შეკითხვას როდესაც მისვამ, შენ უკვე მცდარ გზაზე დგახარ. მე რატომ მეკითხები, რაც მე არ მეხება? აცრა არ არის რელიგიური საკითხი, აცრა მედიკოსების საკითხი და თუ დღეს მსოფლიოში მედიცინის მუშაკები მოგვიწოდებენ იმისკენ, რომ კორონავირუსთან ბრძოლის საშუალება არის აცრა, მაშინ უნდა ვუსმინოთ მათ სიტყვას, თუ გვინდა, რომ გადავარჩინოთ ჩვენი სიცოცხლე, ჩვენი ხორციელი სიცოცხლე და არ გავხდეთ იმ ფანატიკოსი მღვდლების პროპაგანდის ნაწილი, რომელიც მოუწოდებენ ადამიანებს, რომ არ აიცრან და შეიძლება მათი სიცოცხლე სიკვდილით დამთავრდეს, თუკი მათ დაუჯერებენ", - აცხადებს მეუფე საბა.
ამავე თემაზე:
არქიმანდრიტი იოანე: წამლის სითხეში ვეძებთ ჩასახლებულ ეშმაკს, არადა, ის ჩვენშია, ჩვენს ქმედებებში
91 წლის სქემმონაზონი ელენე Pfizer-ის ვაქცნით აიცრა
დეკანოზი თამაზ ლომიძე: აცრა ღვთის წყალობაა ამ განსაცდელში
მეუფე ნიკოლოზი: მზად ვარ, საჯაროდ ავიცრა, თუ ეს იქნება აუცილებელი ხალხის გასამხნევებლად
მსოფლიოს რელიგიური ლიდერები, რომლებიც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრნენ
საქართველოში, კათოლიკე სასულიერო პირების უმრავლესობა ვაქცინირებულია
ილია მეორე: აიცრება თუ არა პატრიარქი, ეს განმსაზღვრელი არ შეიძლება იყოს სხვებისთვის