Johnson&Johnson-ი აცხადებს, რომ კვლევების მიხედვით, ვაქცინის „ბუსტერ“ დოზამ ანტისხეულების დონე მკვეთრად გაზარდა.
„ვაქცინის მეორე დოზის შემდეგ ანტისხეულების დონე ორგანიზმში ცხრაჯერ უფრო მაღალია, ვიდრე პირველი დოზის მიღებიდან 28 დღის შემდეგ“, ნათქვამია კომპანიის პრესრელიზში.
აშშ ე.წ. ბუსტერ დოზებით აცრას 20 სექტემბრიდან იწყებს, საუბარია გარკვეულ კატეგორიაზე, განსაკუთრებით იმუნიტეტ დაქვეითებულებზე.
ისრაელში ამ დოზით უკვე ცრიან.
ჯანმო ქვეყნებს მოუწოდებს, მესამე დოზით ვაქცინაციაზე სექტემბრის ბოლომდე მორატორიუმი გამოაცხადონ.
ცნობისთვის, Johnson & Johnson-ის ვაქცინა საქართველოში სავარაუდოდ, სექტემბერში შემოვა. საქართველო ე.წ. ბუსტერ დოზით აცრას ასევე გარკვეული ჯგუფებისთვის განიხილავს.
აზერბაიჯანში გარკვეული ჯგუფებისთვის კოვიდვაქცინის მესამე დოზით აცრაზე რეგისტრაცია დაიწყო