ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველო მკაცრად გმობს ტერორისტულ თავდასხმას ქაბულში, ვუსამძიმრებთ დაღუპულთა ოჯახებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველო მკაცრად გმობს ტერორისტულ თავდასხმას ქაბულში.

ამის შესახებ პრემიერი Twitter-ის გვერდზე წერს.

ირაკლი ღარიბაშვილი თავდასხმის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს. ამასთან, როგორც ღარიბაშვილი წერს, საქართველო გააგრძელებს ავღანეთიდან ჰუმანიტარული ევაკუაციის მხარდაჭერას.

„საქართველო მკაცრად გმობს ტერორისტულ თავდასხმას ქაბულში. ჩვენ ვუსამძიმრებთ ავღანელ და ამერიკელ ხალხს, ასევე დაღუპულთა ოჯახებს. საქართველო გააგრძელებს ავღანეთიდან ჰუმანიტარული ევაკუაციის მხარდაჭერას“, - წერს ღარიბაშვილი.

შეგახსენებთ, ქაბულის აეროპორტთან ორი აფეთქება მოხდა, რომელსაც 90 ადამიანი ემსხვერპლა. ქაბულის აეროპორტის გამოყენებით ავღანეთიდან გაქცევას მშვიდობიანი მოქალაქეები ცდილობდნენ, სწორედ ამ დროს მოხდა აფეთქება. მანამდე, დასავლეთის ქვეყნები გამოვიდნენ გაფრთხილებით, რომ არსებობდა ტერაქტის საფრთხე. აშშ-მა და მოკავშირეებმა ძალებს აეროპორტის ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდეს, რადგან „ისლამური სახელმწიფოს“ მხრიდან ტერორისტული აქტის განხორციელების საფრთხე არსებობდა. პარალელურად, ევროპის ქვეყნებმა ავღანეთიდან ევაკუაცია შეწყვიტეს.

ბოლო მონაცემებით, დაიღუპა 13 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე, დაიჭრა158 ადამიანი. მომხდარზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.

ამავე თემაზე:

როგორ უპასუხებს აშშ ქაბულის აეროპორტთან თავდასხმის ორგანიზატორებს - ჯო ბაიდენის განცხადება

ქაბულის აეროპორტთან აფეთქებაზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო

ქაბულში აფეთქებების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 90-მდე გაიზარდა

გენერალი კენეთ მაკენზი: აშშ ქაბულის აეროპორტის დაბომბვის გამო შურს იძიებს

ჯო ბაიდენი: ტერორისტები ვერ შეგვაჩერებენ, ჩვენ გავაგრძელებთ ევაკუაციას

სალომე ზურაბიშვილი: საქართველო განაგრძობს მათ მხარდაჭერას, ვინც ავღანეთიდან ევაკუაციას ახორციელებს

დავით ზალკალიანი: ვგმობ ლაჩრულ თავდასხმას ქაბულის აეროპორტში, საქართველო საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად დგას ტერორიზმთან ბრძოლაში

ტერაქტების შემდეგ, ქაბულის აეროპორტიდან საევაკუაციო ფრენები განახლდა