ავღანეთიდან ევაკუაციის დროს თვითმფრინავში დაბადებულ ბავშვს სახელი შეურჩიეს. საევაკუაციო თვითმფრინავში დაბადებულ ბავშვს სპეციალურად Reach-ი დაარქვეს, (რაც ქართულად მიღწევას ნიშნავს) თვითმფრინავში დაშვების მანიშნებელი სიგნალის/ზარის შემდეგ.
ეს არის სულ მცირე სამი ბავშვიდან ერთი-ერთი, რომელიც ავღანეთიდან ევაკუაციის დროს დაიბადა. ორი ბავშვი დაიბადა სამედიცინო დაწესებულებაში, მაგრამ რიჩი რეალურად დაიბადა აშშ-ის (C-17) სატრანსპორტო თვითმფრინავში.
ცნობისთვის, „თალიბანის“ მიერ ქაბულის აღებამ და ავღანეთის სრულად კონტროლმა დედაქალაქში ქაოსი შექმნა. ქაბულის აეროპორტს, რომელიც „თალიბანის“ მიერ ავღანეთის დედაქალაქის დაკავების შემდეგ მოქალაქეების ევაკუაციის ადგილია, უამრავი ადამიანი მიაწყდა. გავრცელდა ბევრი ფოტო, რომელზეც ჩანს, როგორ ცდილობენ მოქალაქეები ბორტზე მოხვედრას. გავრცელდა ინფორმაცია მსხვერპლის შესახებაც.
ქაბულის აეროპორტის გამოყენებით ავღანეთიდან გაქცევას მშვიდობიანი მოქალაქეები ცდილობდნენ, სწორედ ამ დროს მოხდა აფეთქება. მანამდე, დასავლეთის ქვეყნები გამოვიდნენ გაფრთხილებით, რომ არსებობდა ტერაქტის საფრთხე. აშშ-მა და მოკავშირეებმა ძალებს აეროპორტის ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდეს, რადგან "ისლამური სახელმწიფოს" მხრიდან ტერორისტული აქტის განხორციელების საფრთხე არსებობდა. პარალელურად, ევროპის ქვეყნებმა ავღანეთიდან ევაკუაცია შეწყვიტეს.
ამავე თემაზე:
ქალმა ავღანეთიდან ევაკუაციის დროს თვითმფრინავში იმშობიარა
ამერიკელი სამხედროები ქაბულის აეროპორტს ტოვებენ
Reuters-ი: აშშ-მ ავღანეთიდან ათობით ბავშვი მეურვეების გარეშე გამოიყვანა
აშშ-ის ცნობით, ავღანეთში, ისლამური სახელმწიფოს თავდასხმების ორგანიზატორი ლიკვიდირებულია
თეთრი სახლი: ავღანეთიდან 105 000-მდე ადამიანია ევაკუირებული