ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველოს სასამართლო სისტემა ბევრად წინ უსწრებს ევროკავშირის მოქმედი წევრების სასამართლოს

პრემიერ- მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ "საქართველოს სასამართლო სისტემა ბევრად წინ უსწრებს ევროკავშირის მოქმედი წევრების სასამართლოს".

"ჩვენ მოსახლოებას რომ ავუხსნათ კიდევ ერთხელ, მთავრობამ სესხი აიღო, სესხი - ხაზს ვუსვამ, 150 მილიონი ევროს ოდენობით 2020 წელს, ამ 150 მილიონი ევროს სესხიდან ნახევარი ჩამორიცხული იქნა შარშან, მეორე ნახევარი მაშინ როგორც იქნა გადაწყვეტილება მიღებული მიბმული იყო სასამართლო რეფორმაზე. მინდა, ყველას შევახსენო, მათ შორის ევროპარლამენტარებს რომლებიც დღეს გამოდიან აღნიშნული განცხადებებით, ჩვენ კარგად ვიცით და გვახსოვს ყველას კარგად როგორი სასამართლო ჩაიბარა "ქართულმა ოცნებამ" ჩვენ მას შემდეგ არაერთი რეალური და ხელშესახები რეფორმა განვახორციელეთ, 4 ტალღა სასამართლო რეფორმის, რამაც რეალურად გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული გახადა და გახსნა მთლიანად ეს სისტემა. ამას გარდა, მე მინდა, ყველას შევახსენო, რომ საქართველოს დღეს არსებული სასამართლო სისტემა ბევრად წინ უსწრებს ევროკავშირის მოქმედი წევრების სახელმწიფოების სასამართლო სისტემას, ყველა კვლევებით დასტურდება ეს, მათ შორის ევროკავშირის გამოკითხვებით და ძალიან მაღალი რეიტინგული ორგანიზაციების კვლევების შედეგად", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ამავე თემაზე:

ვიოლა ფონ კრამონი: საქართველოს მთავრობამ არ შეასრულა ევროკავშირის მიკროფინანსური დახმარების მეორე ტრანშის მიღების პირობები

ვიოლა ფონ კრამონი მაკროფინანსურ დახმარებაზე: დაასწო მთავრობამ ევროკავშირს, ამით დააზიანა საქართველოს მოქალაქეები

ევროპარლამენტარი მარკეტა გრეგოროვა: ევროკავშირის დაფინანსება პოლიტიკური წინაპირობების შესრულებით იყო განპირობებული

ანდრიუს კუბილიუსი: როგორც ჩანს, ვადამდელ არჩევნები იქნებოდა კარგი გამოსავალი ამ ღრმა პოლიტიკური კრიზისიდან

მარინა კალიურანდი: ჩვენ მაინც ველოდებით, შესრულდეს ის პირობები, რომლებსაც ევროკავშირის მაკროფინანსური დახმარება ითვალისწინებს

ევროკავშირის წარმომადგენლობა: საქართველომ საკმარისად ვერ შეძლო, შეესრულებინა მაკროფინანსური დახმარების

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა: დახმარება სრულად დამოკიდებული იქნება ძირითადი რეფორმების განხორციელებისას მიღწეულ წინსვლაზე