ცნობილია, როდის წარუდგენს იმუნიზაციის საბჭო მთავრობას მოზარდების ვაქცინაციაზე დასკვნას

მოზარდების ვაქცინაციასთან დაკავშირებით იმუნიზაციის საბჭო სამინისტროს და სააკოორდინაციო საბჭოს დასკვნას დაახლოებით 10 დღეში წარუდგენს. განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა „რუსთავი2“-ის ეთერში. ამირან გამყრელიძის თქმით, სულ რამდენიმე ქვეყანაა, სადაც 12-16 წლის მოზარდებს ცრიან და იქ უმეტესად Sinopharm-ს და Sinovac-ს იყენებენ.

როგორც ცნობილია, იმუნიზაციის საბჭო ვაქცინაციისთვის ასაკის დაწევაზე მსჯელობს.

„მიმდინარეობს მუშაობა ასაკის დაწევაზე Pfizer-ის ვაქცინასთან მიმართებით. Pfizer-ი ყველაზე დიდად ადმინისტრირებადი ვაქცინაა ქვეყანაში. 750 ათასი დოზა უკვე გამოყენებულია, ხოლო 750 ათასი გამოსაყენებელია. ვმუშაობთ ასევე დამატებითი დოზების მოპოვებაზე. იმუნიზაციის სამეცნიერო ჯგუფი მუშაობს და მალე იქნება დასკვნა, დავწევთ თუ არა ასაკს 12 წლამდე", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ამავე თემაზე:

ამირან გამყრელიძე: აცრილიდან აცრილზე კოვიდინფექციის გადადების ალბათობა მინიმალურია

ამირან გამყრელიძე: აგვისტოს, შავ აგვისტოს ვეძახი, სამწუხაროდ, ყოველი ათასი ინფიცირებულიდან 15-20 ადამიანი იღუპება

თამარ გაბუნია: 12-16 წლამდე ასაკის, თანმხლები დაავადებების მქონე მოზარდებში აცრის სარგებელი ძალიან მაღალია

12 წელს გადაცილებული ბავშვების აცრაზე საქართველო სხვა ქვეყნის მაგალითებსაც განიხილავს

12-15 წლის ბავშვების აცრა მშობლებს სურვილის მიხედვით დღესაც შეეძლებათ

საქართველო 12 წელს გადაცილებული ბავშვების აცრაზე ჯანმოს რეკომენდაციას ელოდება