ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ევროკავშირი ავღანეთისთვის ჰუმანიტარული დახმარების პაკეტს 100 მილიონი ევროთი ზრდის.
„ჩვენ ავღანელი ხალხის გვერდით ვდგავართ. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ შიმშილი და ჰუმანიტარული კატასტროფა. ამიტომაც ჩვენ კვლავ გავზრდით ავღანეთისთვის ჰუმანიტარულ დახმარებას 100 მილიონი ევროთი. ეს ავღანეთის მხარდაჭერის ახალი, უფრო ფართო პაკეტის ნაწილი იქნება“, - წერს ევროკომისიის პრეზიდენტი Twitter-ზე.
ამავე თემაზე:
დონორები ავღანეთის დასახმარებლად 1 მლრდ დოლარზე მეტს გამოყოფენ
ანტონიო გუტერეში: ავღანეთში ეკონომიკური კრიზისი ტერორისტებისთვის საჩუქარი იქნება
ჯოზეფ ბორელი: ევროკავშირს „თალიბანთან“ მოლაპარაკებების გარდა, სხვა არჩევანი არ აქვს
ჰელმანდის გუბერნატორი დასავლეთს: აღიარეთ „თალიბანი", დაბრუნდით ფულით და არა იარაღით
ევროკავშირი ავღანელების ჰუმანიტარულ დახმარებას 200 მილიონ ევრომდე გაზრდის