2022 წლისთვის შაჰ-დენიზის მილსადენი 20 მლრდ კუბურ მეტრ გაზს გაატარებს და საქართველო ტარიფის სახით მეტ გაზს მიიღებს

2022 წლისთვის შაჰ-დენიზის მილსადენი 20 მლრდ კუბურ მეტრ გაზს გაატარებს და საქართველო ტარიფის სახით მეტ გაზს მიიღებს.

როგორც კორპორაციაში განმარტავენ, აღნიშნული მოცულობა საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია, ვინაიდან ამ მილსადენის მაქსიმალური დატვირთვა ჯერჯერობით 22 მლრდ კუბურ მეტრს აღწევს.

"შესაბამისად, საქართველო, როგორც ტრანზიტული ქვეყანა მომდევნო წელს აზერბაიჯანული გაზის ტრანზიტიდან კიდევ უფრო მეტ დაბალფასიან ბუნებრივ აირს მიიღებს. მაგალითად, თუ მიმდინარე წელს ჯამურად საქართველომ 1.014 მლრდ კუბური მეტრი გაზი მიიღო, 2022 წელს ეს მაჩვენებელი 1.500 კუბურ მეტრს მიაღწევს", - ამის შესახებ საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ საზოგადოებრივ მაუწყებელს განუცხადა.

რეგიონებში გაზი 20 თეთრით ძვირდება

ენერგოუსაფრთხოების ანალიტიკოსი: რუსეთისგან ენერგოდამოუკიდებლობის მოსაპოვებლად, ევროპამ ელექტროენერგია თურქმენული გაზით, თურქმენეთშივე უნდა აწარმოოს

„გაზპრომი“ მოლდოვას ხელოვნურად შექმნილი გაზის კრიზისის მოგვარების სანაცვლოდ, ევროკავშირთან შეთანხმებული რეფორმების გადადებას სთავაზობს

ჟოზეფ ბორელი: ენერგორესურსებზე ფასების ზრდამ შესაძლოა, ევროპაში დესტაბილიზაცია გამოიწვიოს

ენერგოკრიზისის გამო, მოლდოვის მთავრობამ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას მხარი დაუჭირა