პუტინმა რუსეთის ჯარებს ოკუპირებულ დონეცკსა და ლუგანსკში „მშვიდობის დაცვა“ უბრძანა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა აღმოსავლეთ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონი „დამოუკიდებლად აღიარა“ და უბრძანა რუსეთის ჯარს, დაიწყოს სამშვიდობო ოპერაცია ამ მხარეში. საერთაშორისო მედია წერს, რომ ეს ნაბიჯი გააღრმავებს კრიზისს, რომელსაც დასავლეთი შიშობს, რომ შესაძლოა, დიდი ომი მოჰყვეს.

ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის ცნობის შესახებ ხელმოწერილ ბრძანებულებაში, რუსეთის პრეზიდენტი თავდაცვის სამინისტროს მოუწოდებს, რომ ჯარები განლაგდეს ორ რეგიონში „მშვიდობის შესანარჩუნებლად".

რადიო თავისუფლების უკრიანული სამსახური იუწყება, რომ ტანკებისა და ჯავშანტექნიკის დიდი კოლონები უკვე მიემართებიან ქალაქ დონეცკიდან კონფლიქტის ზონის სამხრეთ-დასავლეთ მიმართულებით.


ევროპის საბჭო რუსეთს ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის „აღიარების“ შესახებ გადაწყვეტილების გაუქმებისკენ მოუწოდებს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: ეს არის აშკარა თავდასხმა უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობაზე

აშშ რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი ზომების მიღებას აანონსებს

ენტონი ბლინკენ: რუსეთის გადაწყვეტილება სწრაფ და მტკიცე რეაგირებას მოითხოვს

ევროკავშირის პასუხი პუტინს: ამ უკანონო ქმედებაში მონაწილე პირების წინააღმდეგ სანქციები დაწესდება

ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის „დამოუკიდებლობა“ აღიარა