გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბერბოკი რუსეთს მოუწოდებს, გააუქმოს უკრაინის ოკუპირებული რეგიონების „დამოუკიდებლობის“ აღიარების გადაწყვეტილება.
- პრეზიდენტ პუტინის მიერ აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტული თვითგამოცხადებული „სახალხო რესპუბლიკების“ აღიარება საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევაა და სერიოზულ დარტყმას აყენებს ყველა დიპლომატიურ ძალისხმევას, რომელიც მიმართულია მიმდინარე კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირებისა და პოლიტიკური მოგვარებისკენ. ეს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მორიგი დარღვევაა, რომელსაც გერმანია მკაცრად გმობს.
ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრები უცვლელი დარჩება. არ გვეშინია
აშშ-მ რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებული რეგიონების აღიარების გამო სანქციები დააწესა
აშშ რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი ზომების მიღებას აანონსებს
ენტონი ბლინკენ: რუსეთის გადაწყვეტილება სწრაფ და მტკიცე რეაგირებას მოითხოვს
ევროკავშირის პასუხი პუტინს: ამ უკანონო ქმედებაში მონაწილე პირების წინააღმდეგ სანქციები დაწესდება
ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის „დამოუკიდებლობა“ აღიარა