თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ რუსეთის მიერ აღმოსავლეთ უკრაინაში ორი სეპარატისტული რეგიონის აღიარება მიუღებელია და ყველა მხარეს მოუწოდა, პატივი სცენ საერთაშორისო სამართალს.
„მიგვაჩნია, რომ რუსეთის ეს გადაწყვეტილება მიუღებელია. ჩვენ ვიმეორებთ ჩვენს მოწოდებას, რომ ყველა მხარემ საღი აზრი უნდა გამოიჩინოს და პატივი სცეს საერთაშორისო სამართალს“, - აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა.