უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ევროპასა და მსოფლიოს მოუწოდებს, არ გაიმეორონ 2008 წელს საქართველოში დაშვებული ტრაგიკული შეცდომები.
„ეს უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის ახალი აქტია, რომელიც მოითხოვს დაუყოვნებლივ და გადამწყვეტ რეაგირებას საერთაშორისო პარტნიორებისა და საერთაშორისო საზოგადოებისგან. მიგვაჩნია, რომ რუსეთის ეს გადაწყვეტილება ქმნის სამართლებრივ საფუძველს უკრაინის სახელმწიფოს წინააღმდეგ შემდგომი შეიარაღებული აგრესიისთვის. ვიზიარებთ საერთო შეხედულებას, რომ რუსეთის ესკალაცია უკრაინის ირგვლივ უპრეცედენტო გამოწვევაა ევროპისა და ზოგადად მსოფლიოსთვის. სწორედ უკრაინაში წყდება ევროპის უსაფრთხოების მომავალი, რომლის ნაწილიც უკრაინაა“, - აღნიშნა უკრაინის ლიდერმა.
ამავე თემაზე
დიდი ბრიტანეთი რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს გამოაცხადებს
ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრები უცვლელი დარჩება. არ გვეშინია
აშშ-მ რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებული რეგიონების აღიარების გამო სანქციები დააწესა
აშშ რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი ზომების მიღებას აანონსებს
ენტონი ბლინკენ: რუსეთის გადაწყვეტილება სწრაფ და მტკიცე რეაგირებას მოითხოვს
ევროკავშირის პასუხი პუტინს: ამ უკანონო ქმედებაში მონაწილე პირების წინააღმდეგ სანქციები დაწესდება
ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის „დამოუკიდებლობა“ აღიარა