მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩი: ტრაგიკული დროა ევროპისთვის

ევროსაბჭოს გენერალური მდივანი მკაცრად ვგმობ რუსეთის სამხედრო თავდასხმას უკრაინაზე, „რომელიც არღვევს ევროპის საბჭოს სტატუტსა და ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას“.

მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩი მოუწოდებს რუსეთის ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ და უპირობოდ შეწყვიტოს საომარი მოქმედებები და დაუბრუნდეს დიპლომატიას მშვიდობის აღსადგენად და მთელი კონტინენტისთვის შემდგომი დამანგრეველი შედეგების თავიდან ასაცილებლად.

  • ეს არის ტრაგიკული დრო ევროპისთვის და იმ ღირებულებებისთვის, რომლებსაც ის ეფუძნება. მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლის დაცვა პრიორიტეტულ საკითხად უნდა დარჩეს. მთელი ჩემი ფიქრები უკრაინისკენ, მისი ხალხისა და ხელისუფლებისკენაა მიმართული.

 

  • მინისტრთა კომიტეტთან და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეასთან ერთად, ჩვენ სასწრაფოდ მივიღებთ აუცილებელ ზომებს არსებულ ვითარებაზე რეაგირებისთვის. 

ასევე წაიკითხეთ

პუტინმა უკრაინაში, დონბასის რეგიონში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ გამოაცხადა

ჯო ბაიდენი: მსოფლიო რუსეთს პასუხს აგებინებს

BBC: კიევში აფეთქებების ხმა ისმის

ვოლოდიმირ ზელენსკის ვიდეომიმართვა: რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომი დაიწყო. ქვეყანაში საომარი მდგომარეობაა გამოცხადებული

ზელენსკიმ მსოფლიო ლიდერებს ანტიპუტინისტური კოალიციის შექმნის ინიციატივით მიმართა