ევროსაბჭოს გენერალური მდივანი მკაცრად ვგმობ რუსეთის სამხედრო თავდასხმას უკრაინაზე, „რომელიც არღვევს ევროპის საბჭოს სტატუტსა და ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას“.
მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩი მოუწოდებს რუსეთის ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ და უპირობოდ შეწყვიტოს საომარი მოქმედებები და დაუბრუნდეს დიპლომატიას მშვიდობის აღსადგენად და მთელი კონტინენტისთვის შემდგომი დამანგრეველი შედეგების თავიდან ასაცილებლად.
- ეს არის ტრაგიკული დრო ევროპისთვის და იმ ღირებულებებისთვის, რომლებსაც ის ეფუძნება. მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლის დაცვა პრიორიტეტულ საკითხად უნდა დარჩეს. მთელი ჩემი ფიქრები უკრაინისკენ, მისი ხალხისა და ხელისუფლებისკენაა მიმართული.
- მინისტრთა კომიტეტთან და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეასთან ერთად, ჩვენ სასწრაფოდ მივიღებთ აუცილებელ ზომებს არსებულ ვითარებაზე რეაგირებისთვის.
ასევე წაიკითხეთ
პუტინმა უკრაინაში, დონბასის რეგიონში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ გამოაცხადა
ჯო ბაიდენი: მსოფლიო რუსეთს პასუხს აგებინებს
BBC: კიევში აფეთქებების ხმა ისმის
ზელენსკიმ მსოფლიო ლიდერებს ანტიპუტინისტური კოალიციის შექმნის ინიციატივით მიმართა