იენს სტოლტენბერგი: NATO-მ თავის სამხედრო მეთაურებს მზადყოფნის გაძლიერება დაავალა

NATO-მ თავის სამხედრო მეთაურებს მზადყოფნის გაძლიერება დაავალა მოკავშირეთა ტერიტორიის დასაცავად მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა.

NATO-ს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ ალიანსის ლიდერების საგანგებო ვირტუალური შეხვედრა მოიწვია, რომელიც 25 თებერვალს გაიმართება.

„ჩვენს კონტინენტზე მშვიდობა დაირღვა. რუსეთი ძალის გამოყენებით ცდილობს ისტორიის გადაწერასა და უკრაინის თავისუფალი და დამოუკიდებელი გზის უარყოფას“, - აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.

ცნობისთვის, უკრაინის სასაზღვრო სამსახურის ინფორმაციით, რუსეთის სამხედრო ძალებმა უკრაინის სახელმწიფო საზღვარს შეუტიეს როგორც რუსეთის, ისე ბელორუსის ტერიტორიიდან.

NATO უკრაინაზე რუსეთის შემზარავი თავდასხმის ბელორუსის მხრიდან ხელშეწყობას მკაცრესად გმობს.

ასევე წაიკითხეთ

პუტინმა უკრაინაში, დონბასის რეგიონში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ გამოაცხადა

ჯო ბაიდენი: მსოფლიო რუსეთს პასუხს აგებინებს

BBC: კიევში აფეთქებების ხმა ისმის

ვოლოდიმირ ზელენსკის ვიდეომიმართვა: რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომი დაიწყო. ქვეყანაში საომარი მდგომარეობაა გამოცხადებული

ზელენსკიმ მსოფლიო ლიდერებს ანტიპუტინისტური კოალიციის შექმნის ინიციატივით მიმართა