უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი: ვისაც კი ხელში იარაღის დაჭერა შეგიძლიათ, გაანადგურეთ ოკუპანტები

მივმართავ ტერიტორიული თავდაცვის რეზერვისტებსა და ყველას, ვისაც ხელში იარაღის დაჭერა შეუძლია, გაანადგურონ ოკუპანტები! - განაცხადა უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ვალერი ზალუჟნიმ.

„ვითარება დაძაბულია ჩრდილოეთისა და სამხრეთის მიმართულებით. მიმდინარეობს ბრძოლა ჰოსტომელის აეროპორტისთვის, ისევე, როგორც გენიჩესკში, სკადოვსკში, ჩაპლიკაში... მივმართავ ტერიტორიული თავდაცვის რეზერვისტებსა და ყველას, ვისაც ხელში იარაღის დაჭერა შეუძლია, გაანადგურონ ოკუპანტები! ერთად გამარჯვებამდე!“, - აღნიშნულია მთავარსარდლის განცხადებაში.

ცნობისთვის, უკრაინის სასაზღვრო სამსახურის ინფორმაციით, რუსეთის სამხედრო ძალებმა უკრაინის სახელმწიფო საზღვარს შეუტიეს როგორც რუსეთის, ისე ბელორუსის ტერიტორიიდან.

NATO უკრაინაზე რუსეთის შემზარავი თავდასხმის ბელორუსის მხრიდან ხელშეწყობას მკაცრესად გმობს.

ასევე წაიკითხეთ

პუტინმა უკრაინაში, დონბასის რეგიონში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ გამოაცხადა

ჯო ბაიდენი: მსოფლიო რუსეთს პასუხს აგებინებს

BBC: კიევში აფეთქებების ხმა ისმის

ვოლოდიმირ ზელენსკის ვიდეომიმართვა: რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომი დაიწყო. ქვეყანაში საომარი მდგომარეობაა გამოცხადებული

ზელენსკიმ მსოფლიო ლიდერებს ანტიპუტინისტური კოალიციის შექმნის ინიციატივით მიმართა