ჯო ბაიდენი ჩინეთის პრეზიდენტთან სატელეფონო საუბარს გამართავს

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან სატელეფონო საუბარს გამართავს. Reuters-ი წერს, რომ ვაშინგტონი ახორციელებს ზეწოლას ჩინეთზე, რათა მხარი არ დაუჭიროს რუსეთის შეჭრას უკრაინაში, ნაბიჯს, რომელიც მკვეთრად გააფართოებდა უფსკრულს პეკინსა და დასავლეთის მთავრობებს შორის.

მანამდე, ბაიდენის ადმინისტრაციამ საჯაროდ გაფრთხილა ჩინეთი, რომ პეკინი მძიმე შედეგების წინაშე აღმოჩნდება, თუ რუსეთის პრეზიდენტს უკრაინის წინააღმდეგ ომში დაეხმარება. კითხვაზე, რომელმა მხარემ მოითხოვა ზარი, თეთრი სახლის წარმომადგენელმა ჯენ ფსაკიმ განაცხადა, რომ ეს ორშაბათს, რომში გამართულ შეხვედრაზე შეთანხმდა, სადაც ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა შვიდსაათიანი მოლაპარაკება გამართა ჩინელ დიპლომატთან.

ცნობისთვის, პეკინი უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის დაგმობისგან თავს იკავებს და მას „შეჭრას“ არ უწოდებს, მაგრამ შექმნილი ვითარების მოლაპარაკების გზით გადაწყვეტისკენ მოუწოდებს. ჩინეთი იმ 35 ქვეყანას შორისაა, რომლებმაც გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციისთვის - „აგრესია უკრაინის წინააღმდეგ“ ხმის მიცემისგან თავი შეიკავეს.


ასევე წაიკითხეთ

აშშ-მ თავის მოკავშირეებს აცნობა, რომ ჩინეთი მზადაა, რუსეთს სამხედრო დახმარება მიაწოდოს - Reuters

ჯეიკ სალივანის თქმით, აშშ არ დაუშვებს, რომ ეკონომიკური სანქციებისგან თავის დასაღწევად, რომელიმე ქვეყანამ რუსეთისთვის „მაშველი რგოლის“ ფუნქცია შეასრულოს

აშშ-ის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინი და სი ძინპინი გააკრიტიკა

კრემლი ვლადიმერ პუტინისა და სი ძინპინის ერთობლივ განცხადებას ავრცელებს