აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენისა და ჩინეთის ლიდერის სი ძინპინის სატელეფონო საუბრის შინარსზე თეთრი სახლი ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს.
„პრეზიდენტმა აღწერა გართულებები და შედეგები, თუ ჩინეთი მატერიალურ დახმარებას გაუწევს რუსეთს, რადგან ის ახორციელებს სასტიკ თავდასხმებს უკრაინის ქალაქებსა და მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ“, – ნათქვამია განცხადებაში.
თეთრი სახლის განცხადების თანახმად, ორი ლიდერის სატელეფონო საუბარი შეეხო რუსეთის არაპროვოცირებულ შეჭრას უკრაინაში, რომელშიც ჯო ბაიდენმა ხაზი გაუსვა ამერიკის შეერთებული შტატებისა, მისი მოკავშირეებისა და პარტნიორების შეხედულებებს ამ კრიზისზე.
ამასთან, ჯო ბაიდენმა ხაზი გაუსვა კრიზისის დიპლომატიური გადაწყვეტისთვის მის მხარდაჭერას.
ამ სატელეფონო საუბრის წინა დღეს, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა, განაცხადა, რომ ბაიდენი სის განუმარტავს, რომ „ჩინეთს დაეკისრება პასუხისმგებლობა ყველა ქმედებისთვის", რომლითაც ის "დაუჭერს მხარს რუსეთის აგრესიას" და "ჩვენ უკან არ დავიხევთ, ზომები მივიღოთ“.
ცნობისთვის, პეკინი უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის დაგმობისგან თავს იკავებს და მას „შეჭრას“ არ უწოდებს, მაგრამ შექმნილი ვითარების მოლაპარაკების გზით გადაწყვეტისკენ მოუწოდებს. ჩინეთი იმ 35 ქვეყანას შორისაა, რომლებმაც გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციისთვის - „აგრესია უკრაინის წინააღმდეგ“ ხმის მიცემისგან თავი შეიკავეს.
ასევე წაიკითხეთ
აშშ-მ თავის მოკავშირეებს აცნობა, რომ ჩინეთი მზადაა, რუსეთს სამხედრო დახმარება მიაწოდოს - Reuters
აშშ-ის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინი და სი ძინპინი გააკრიტიკა
კრემლი ვლადიმერ პუტინისა და სი ძინპინის ერთობლივ განცხადებას ავრცელებს