ევროკავშირის ქვეყნები უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო ამ ქვეყნისთვის დაწესებული სანქციების კიდევ უფრო გამკაცრებას გეგმავენ. ამის შესახებ The Wall Street Journal წერს.
გამოცემის ინფორმაციით იგეგმება სანქციების გამკაცრები ბანკებისთვის და რუსი ოლიგარქების ოჯახების წევრებისთვის. ასევე იგეგმება მათთვის კრიპტოვალუტაზე წვდომის შეზღუდვა, რასაც სანქციებისთვის თავის ასარიდებლად იყენებენ.
გამოცემა წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ევროკავშირი სანქციების გამკაცრებას იმ ოთხი ბანკისთვის გეგმავს, რომლებიც SWIFT სისტემიდან ამოიღეს. სანქციები გავრცელდება „ვითიბი“ ბანკზე, რომლის აქტივებიც აშშ-სა და ბრიტანეთში გაყინეს, ხოლო ევროკავშირმა ამ ბანკთან მიმართებით სანქციებისგან თავი შეიკავა.
ჯერ-ჯერობით სანქციერებულთა სიაში არაა „სბერბანკი“, რომელიც ევროპული კომპანიების ენერგოდანახარჯების გადახდებს ემსახურება.
ამასთან, გამოცემის ცნობით, უკვე არსებობს რუსი ოლიგარქების „შავი სია“.
The Wall Street Journal წერს, რომ ახალი სანქციების შესახებ მომავალ კვირას გახდება ცნობილი, რადგან ეს საკითხი ევროკავშირის წევრ 27 ქვეყანას შორის უნდა შეტანხმდეს.
ცნობილია, რომ აშშ-ის წარმომადგენლები ბრიუსელში იმყოფებიან და ევროკავშირის სანქციების ახალი პაკეტზე მსჯელობა მიმდინარეობს.
აშშ და მისი მოკავშირეები რუსეთის ეკონომიკის სექტორებზე ახალი სანქციების დაწესებას გეგმავენ, რომლებიც კრიტიკულია უკრაინაში განგრძობითი შეჭრისთვის, მათ შორის მიწოდების ჯაჭვებზე,- განცხადება აშშ-ის ხაზინის მდივნის მოადგილემ, უოლი ადეეომ 30 მარტს გააკეთა.
შეგახსენებთ, რომ აშშ-მა სანქციები ამ დრომდე მხოლოდ რუსეთის სახელმწიფო დუმის 12 დეპუტატს დაუწესა. ახლა კი სანქცირებულთა სიაში 328 პოლიტიკოსია.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი გამოიტანა. საფრანგეთმა რუს ოლიგარქებს $800 მილიონი დოლარის ღირებულების აქტივები დაუყადაღა, ხოლო ნიდერლანდებმა €400 მილიონამდე რუსული აქტივი გაყინა. შვეიცარიამ ევროკავშირის კვალდაკვალ სანქციები რუსეთის 197 მოქალაქესა და 9 კომპანიას დაუწესა. ამ დროისთვის შვეიცარიის სანქციების სია სრულად ემთხვევა ევროკავშირის მიერ მომზადებულ დოკუმენტს. ინფორმაცია შვეიცარიის ხელისუფლების ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი.
რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ევროკავშირმა რუსული ნავთობკომპანიების „როსნეფტის",„ტრანსნეფტის" და „გაზპრომნეფტის“ წინააღმდეგ სანქციები დააწესა. სანქციების მეოთხე პაკეტში ასევე მოხვდნენ რუსი ოლიგარქი რომან აბრამოვიჩი და „პირველი არხის“ დირექტორი კონსტანტინ ერნსტი.
უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ და დასავლური სანქციების შედეგად უცხოურმა კომპანიებმა რუსეთის ბაზარზე საქმიანობის შეჩერებისა და გასვლის შესახებ განაცხადეს. იელის უნივერსიტეტის მონაცემებით ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთის ბაზარის დატოვბის ან საქმიანობის შეჩერების შესახებ 400-მა კომპანიამ განაცხადა. სია განახლებადია.
ასევე წაიკითხეთ:
დიმიტრი კულება: რუსეთი სანქციების ზეწოლას ყოველდღიურად გრძნობს