დიმიტრი კულება: ევროკავშირის რუსეთის მიმართ შემუშავებული სანქციების მეხუთე პაკეტი, გამოვლენილ ხვრელებს აღმოფხვრის

ევროკავშირის რუსეთის მიმართ შემუშავებული სანქციების მეხუთე პაკეტი, გამოვლენილ ხვრელებს აღმოფხვრის, რომლებიც შეზღუდვების გვერდის ავლის შესაძლებლობას იძლევა. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრი კულებამ ტელემარათონის დროს განაცხადა. წერს Ukrinform-ი.

„დღეისთვის ევროკავშირმა სანქციების 4 პაკეტი აამოქმედა, პარალელურად ყოველდღიურ რეჟიმში მათი მოქმედების შედეგების შეფასება ხდება და სწორედ სანქციების მეხუთე პაკეტში, რომელსაც მალე მიიღებენ, დიდი ბლოკი გასული თვის განმავლობაში აღმოჩენილ ხვრელებს დახურავს, რომლებიც რუსეთის მხრიდან სანქციების გვერდის ავლის საშუალებას იძლეოდა“, - განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ასევე წაიკითხეთ:

დმიტრო კულება: რუსების მიზანია მოკლან იმდენი უკრაინელი, რამდენსაც შეძლებენ

უკრაინული მედია: რუსებმა მარიუპოლში ლიეტუველი რეჟისორი მანტას კვედარავიჩიუსი მოკლეს

შეგახსენებთ, რომ The Times-ის ცნობით, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრს, ბორის ჯონსონს სურს, უკრაინას ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებია მიაწოდოს, იმისთვის, რომ ზღვით განხორციელებული თავდასხმების მოგერიებით უკრაინის სამხრეთში პუტინის გეგმები ჩაიშალოს.

ამასთან, უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრთანა, ბორის ჯონსონთან სატელეფონო საუბრის დროს უკრაინისთვის ახალ თავდაცვით დახმარებაზე შეთანხმდნენ.

ცნობილია, რამდენი შენობა დაზიანდა კიევში ომის დაწყების შემდეგ 

UNESCO: უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, 53 ისტორიული ადგილი, რელიგიური შენობა და მუზეუმია დაზიანებული