გერმანია უკრაინას 37 მილიონ ევროს გამოუყოფს

გერმანიის განვითარების მინისტრმა სვენია შულზემ პარასკევს განუცხადა გაზეთ Augsburger Allgemeine-ს, რომ ბერლინი უკრაინის რეკონსტრუქციისთვის თანხებს გამოყოფს. ინფორმაციას DW ავრცელებს.

დაახლოებით 22,5 მილიონი ევრო დაიხარჯება უკრაინის ელექტრო ქსელის რეკონსტრუქციაზე, დანარჩენი კი, ბინების აღდგენასა და სამედიცინო აღჭურვილობის შესაძენად.


ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა.

12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს.


ასევე წაიკითხეთ