ვისაც სურს დღეს ნეიტრალური იყოს, რათა რამე არ დაკარგოს, ეს ნამდვილად ყველაზე სარისკო ფსონია, რადგან თქვენ დაკარგავთ ყველაფერს, – აღნიშნულის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მორიგ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
„ყველა ერმა, ვისაც ჩვენს მსგავსად სჯერა სიკვდილზე სიცოცხლის გამარჯვების, ჩვენთან ერთად უნდა იბრძოლოს. უნდა დაგვეხმარონ, რადგან ამ გზაზე პირველები აღმოვჩნდით. და ვინ იქნება შემდეგი? თუ მას, ვისაც შეუძლია აღმოჩნდეს უფრო შორს, სურს დღეს ნეიტრალური იყოს, რათა რამე არ დაკარგოს, ეს ნამდვილად ყველაზე სარისკო ფსონია, რადგან თქვენ დაკარგავთ ყველაფერს“, – განაცხადა ზელენსკიმ.
ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს.
ასევე წაიკითხეთ
- ვიქტორია ნულანდი: NATO-ს შეუძლია, მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციაში ჩაერთოს
- მარიუპოლის მერი: უკრაინელი ხალხის სრულმასშტაბიანი გენოციდი მიმდინარეობს
- მარიუპოლის მერის მოადგილე: რუსები აგრძელებენ ჩვენს დაბომბვას და არტილერიის გამოყენებას
- ალექსეი არესტოვიჩი: უკრაინაში ომის აქტიური ფაზა 2-3 კვირაში დასრულდება
- როგორ შეიძლება დასრულდეს ომი უკრაინაში? - BBC ხუთ სცენარს განიხილავს