ლიზ ტრასი: უკრაინის მიმართ ჩვენი მხარდაჭერა უნდა გავაორმაგოთ

უკრაინის მიმართ ჩვენი მხარდაჭერა უნდა გავაორმაგოთ და კრიზისში გამოვლენილ ერთიანობას უნდა მივყვეთ. ჩვენ უნდა შევცვალოთ ჩვენი მიდგომა, - ამის შესახებ ბრიფინგზე დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლიზ ტრასმა განაცხადა.

„დასავლელმა მოკავშირეებმა უკრაინის მთავრობის მხარდაჭერა უნდა გააორმაგონ და კიევს მძიმე შეიარაღება მიაწოდონ, რომელიც მას რუსეთის მთელი უკრაინიდან განდევნის მიზნით სჭირდება. ჩვენ, უკრაინის მიმართ ჩვენი მხარდაჭერა უნდა გავაორმაგოთ და კრიზისში გამოვლენილ ერთიანობას უნდა მივყვეთ. ჩვენ უნდა შევცვალოთ ჩვენი მიდგომა.

ომი უკრაინაში ჩვენი ომია, ეს არის ყველას ომი, რადგან უკრაინის გამარჯვება ყველა ჩვენგანისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია. მძიმე იარაღები, ტანკები, ჩვენი წარმოების გაძლიერება, ეს ყველაფერი უნდა გავაკეთოთ", - განაცხადა ლიზ ტრასმა.


ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსული ჯარები ბომბავენ და ანგრევენ ძირითად ინფრასტრუქტურულ ობიექტებს, ახორციელებენ სარაკეტო და საჰაერო დარტყმებს უკრაინის ქალაქებსა და სოფლებზე. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა.

12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. გაეროს ცნობით, ომის დაწყების შემდეგ უკრაინა 5 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა.


ასევე წაიკითხეთ: