დმიტრო კულება: უკრაინამ უარი თქვა ბირთვულ იარაღზე მსოფლიო მშვიდობისთვის, მას შემდეგ ვაკაკუნებთ NATO-ს კარზე, მაგრამ არასდროს გაღებულა

"უკრაინამ უარი თქვა ბირთვულ იარაღზე მსოფლიო მშვიდობისთვის, მას შემდეგ ვაკაკუნებთ NATO-ს კარზე, მაგრამ არასდროს გაღებულა", - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება სოციალურ ქსელში დაწერა.

„უკრაინამ უარი თქვა ბირთვულ იარაღზე მსოფლიო მშვიდობისთვის, მას შემდეგ ვაკაკუნებთ NATO-ს კარზე, მაგრამ არასდროს გაღებულა. მსოფლიო ვალშია უკრაინის უსაფრთხოების წინაშე და ჩვენ ვთხოვთ სახელმწიფოებს გადაწყვიტონ უსაფრთხოების რა გარანტიების უზრუნველსაყოფად არიან ისინი მზად,“- აცხადებს უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელი.


ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსული ჯარები ბომბავენ და ანგრევენ ძირითად ინფრასტრუქტურულ ობიექტებს, ახორციელებენ სარაკეტო და საჰაერო დარტყმებს უკრაინის ქალაქებსა და სოფლებზე. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა.

12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. გაეროს ცნობით, ომის დაწყების შემდეგ უკრაინა 5 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა.


ასევე წაიკითხეთ: