რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს სჭირდება 9 მაისამდე მაინც აჩვენოს რამდენიმე წარმატება. ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის წარმომადგენელმა, უმაღლესი რადას ეროვნული უსაფრთხოების, თავდაცვისა და დაზვერვის კომიტეტის წევრმა ფედირ ვენისლავსკიმ განაცხადა.
მისივე ცნობით, სამხრეთ უკრაინაში რუსული არმია ცდილობს, მიაღწიოს ხერსონის რეგიონის ადმინისტრაციულ საზღვრებს და ახორციელებს შეტევით მოქმედებების მიკოლაივის და კრივი- რიჰის მიმართულებით. აღმოსავლეთ უკრაინაში რუსული ჯარები აღმოსავლეთის ოპერატიული ტაქტიკური ჯგუფის ალყაში მოქცევას ცდილობენ.
- „ამ მომენტში მტერი სწორედ ამის მიღწევას ცდილობს. დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე - ხერსონი, ზაპოროჟიე - ისინი აქტიურად აშენებენ საფორტიფიკაციო ნაგებობებს ამ საზღვრების რაც შეიძლება დიდხანს შესანარჩუნებლად. მაგრამ ეს მათ ნამდვილად არ დაეხმარება, რადგან ჩვენ ვიცით, როგორ დავუპირისპირდეთ ამას... „ყველასთვის გასაგებია: მას შემდეგ, რაც პუტინის ჯარებმა კიევთან ახლოს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ზეწოლის შედეგად დატოვეს ტერიტორიები, მას სჭირდება, აჩვენოს გარკვეული მიღწევები აღმოსავლეთ უკრაინაში, ნაწილობრივ სამხრეთ უკრაინაში“, - აღნიშნა ვენისლავსკიმ.
რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ამავე თემაზე
- უკრაინის რადას დაზვერვის კომიტეტის წევრის თქმით, ომი გარდამტეხ ეტაპზეა და უახლოესი დღეები გადამწყვეტი იქნება
- მაიკლ კარპენტერი: მზად უნდა ვიყოთ იმისთვის, რომ მოსკოვმა შესაძლოა, გააძლიეროს უკრაინელთა იძულებით გადაყვანა რუსეთში
- როგორც ცდილობენ ხერსონის მცხოვრებლები, ქალაქში რუსული რუბლის გამოყენებას წინააღმდეგობა გაუწიონ
- რუსეთს სურს, მოახდინოს ძლიერი პოლიტიკური და ეკონომიკური გავლენა ხერსონზე: ბრიტანეთის დაზვერვის განახლებული ცნობები