რომის პაპი: მზად ვარ, მოსკოვში ჩავიდე

ჩემი გზავნილი იყო, რომ მზად ვარ, მოსკოვში ჩავიდე. ცხადია, საჭირო იყო, კრემლის ლიდერს გაეცა ნებართვა. ჩვენ ჯერ ვერ მივიღეთ პასუხი და ჯერ კიდევ დაჟინებით ვითხოვთ, - ამის შესახებ რომის პაპმა ფრანცისკემ განაცხადა. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

„ჩემი გზავნილი იყო, რომ მზად ვარ, მოსკოვში ჩავიდე. ცხადია, საჭირო იყო, კრემლის ლიდერს გაეცა ნებართვა. ჩვენ ჯერ ვერ მივიღეთ პასუხი და ჯერ კიდევ დაჟინებით ვითხოვთ“, – განაცხადა რომის პაპმა.რომის პაპი მიიჩნევს, რომ პუტინს არ სურს შეხვედრა. „მაგრამ როგორ არ უნდა გააჩერო ეს სისასტიკე?“ – განაცხადა ფრანცისკემ.


ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.

რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.


ასევე წაიკითხეთ: