მედია: რუსული ნავთობის ფასი ეცემა

აპრილში Urals მარკის ნავთობზე, ბარელზე ფასი $79,8 -დან  $70,5-მდე დაეცა. ინფორმაციას რუსული მედია ფინანსთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

რუსულ ნავთობზე 15 მარტიდან 14 აპრილამდე საშუალო ფასი ბარელზე $79,81-ის ფარგლებში დაფიქსირდა.

მედიის ცნობით, რუსეთის ფედერაციის ენერგეტიკის სამინისტროს მიერ კონტროლირებადი "საწვავის და ენერგეტიკის კომპლექსის ცენტრალური დისპეტჩერიზაციის დეპარტამენტმა" შეწყვიტა ნავთობის წარმოებისა და ექსპორტის სტატისტიკის გამოქვეყნება განუსაზღვრელი ვადით. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც გაჩნდა პირველი ცნობები სანქციების შედეგად რუსეთის ფედერაციაში ნავთობის მოპოვების შემცირების შესახებ.


Bloomberg-ის ცნობით, ინდოეთი ცდილობს რუსულ ნავთობზე მეტი ფასდაკლება მიიღოს და სურს ბარელი $70 იაფად იყიდოს.


 

ასევე წაიკითხეთ