იაპონიამ გამოაცხადა ახალი სანქციები რუსეთის წინააღმდეგ. კერძოდ, ისინი მიმართულია პრემიერ მინისტრ მიხაილ მიშუსტინისა და თავდაცვის სექტორის კომპანიებზე. საუბარია სანქცირებული ჯგუფებისთვის გარკვეული საქონლის ექსპორტის აკრძალვაზე და რიგი რუსი ოფიციალური პირებისა და ე.წ. „LDNR“-ის წარმომადგენლების აქტივების გაყინვაზე.
სანქციები ეხება რუსეთის რვა მოქალაქესა და ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების 133 წევრს.
იაპონიის ფინანსთა სამინისტროს ცნობით, სიაში შედიან მიშუსტინი, ოლიგარქი ვლადიმირ ბოგდანოვი და ოლიგარქ გენადი ტიმშენკოს ოჯახის წევრები. სანქციების ქვეშაა, ასევე 70 კომპანია და კონცერნი „ალმაზ-ანტეი“, კორპორაცია „ტაქტიკური სარაკეტო შეიარაღება“, რუსეთის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი „ეტალონი“.
შეგახსენებთ, რომ იაპონიის მიერ სანქცირებულთა სიაშია რუსეთისა და ბელორუსის 700-მდე მოქალაქე და 200 ორგანიზაცია. რუსეთმა იაპონიის სანქციებს თავადაც სანქციების დაწესებით უპასუხა - ოფიციალური პირებს, მათ შორის, პრემიერმინისტრ ფუმიო კიშიდას ქვეყანაში შესვლა აუკრძალა.
იაპონია რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს 2022 წლის თებერვალში უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ მიუერთდა. იაპონიის მთავრობის განმარტებით, ქვეყანაში აიკრძალა რუსული ობლიგაციების გამოშვება და გარკვეული ინდივიდების ანგარიშები გაიყინა.
1-ელ მარტს იაპონიამ რუსეთის ოფიციალური პირებისა და ასევე 49 კომპანიის, ორგანიზაციისა და ბანკების წინააღმდეგ სანქციები დააწესა.
21 მარტს რუსეთმა იაპონიასთან სამშვიდობო შეთანხმებაზე მოლაპარაკებები შეწყვიტა. შედეგად იაპონიამ რუსულ ქვენახშირს ემბარგო დაადო და ქვეყნიდან 8 რუსი დიპლომატოი გააძევა.
25 მარტს უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის გამო, იაპონიამ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა. მოგვიანებით კი 19 წლის შემდეგ პირველად, კურილიის კუნძულებს უკანონოდ ოკუპირებული უწოდა.
ასევე წაიკითხეთ