ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინა არასოდეს აღიარებს დონბასის „ავტონომიას“

უკრაინა არასოდეს აღიარებს დონბასის „ავტონომიას“, - უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

”ახლა მათ აღიარეს დონბასის ტერიტორიები, როგორც ცალკეული რესპუბლიკები, რომლებიც არ არიან უკრაინის შემადგენლობაში. რუსეთმა განაცხადა, რომ დონეცკის და ლუგანსკის ოლქების ყველა დასახლება არის ”ჩვენი მიწა.” ახლა კი ისინი თითქოს ასუფთავებენ დონბასს ნაცისტებისაგან. ჩვენ მათ "ავტონომიას" არასოდეს ვაღიარებთ “, - აღნიშნა ზელენსკიმ.


ცნობისთვის,  2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.

რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.


ასევე წაიკითხეთ:

ვოლოდიმირ ზელენსკი: მზად ვარ, ვესაუბრო პუტინს შუამავლების გარეშე