უკრაინული ხორბალის განსაბლოკად, ლიეტუვამ ბრიტანეთს სამხედრო-საზღვაო კოალიციის შექმნა შესთავაზა

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ლონდონში ბრიტანელ კოლეგასთან ლიზ ტრასთან მოლაპარაკებებისას უკრაინული ხორბლის განსაბლოკად საზღვაო კოალიციის შექმნის იდეა გააჟღერა.

”ახალი მოსავლის აღებამდე მცირე დრო რჩება და არ არსებობს სხვა პრაქტიკული გზა მარცვლეულის ექსპორტისთვის, გარდა შავ ზღვაში ოდესის პორტისა. ამ მარცვლეულის ექსპორტისთვის სხვა ადეკვატური ალტერნატივა არ არსებობს. აუცილებელია, დაუცველ ქვეყნებს ვაჩვენოთ, რომ ჩვენ მზად ვართ გადავდგათ ნაბიჯები, რომლებიც აუცილებელია მსოფლიოს გამოსაკვებად“, - დასძინა მან.

ლანდსბერგისი ვარაუდობს, რომ საზღვაო ესკორტის ოპერაციას - არა NATO-ს ეგიდით - შეუძლია დაიცვას მარცვლეულის ხომალდები, როდესაც ისინი იმოძრავებდნენ შავ ზღვაში რუსეთის სამხედრო ხომალდების გვერდის ავლით. მან შესთავაზა, დიდი ბრიტანეთს, რომ მარცვლეულის პოტენციური დაკარგვით დაზარალებულმა ქვეყნებმა, მაგალითად ეგვიპტემ, შეძლოს საჭირო დაცვის უზრუნველყოფა.

ლიეტუვის გეგმა გულისხმობს შავი ზღვის ნაწილის მინებისგან გაწმენდას უსაფრთხოდ გადასასვლელად, ასევე შეთანხმებას თურქეთთან, რომელიც იცავს შავ ზღვაში შესასვლელს. „ეს იქნება არასამხედრო ჰუმანიტარული მისია და ვერ შეედრება ფრენისთვის აკრძალულ ზონას. ეს შესაძლებლობას მისცემს ხომალდებს ან თვითმფრინავებს, ან ორივეს, რათა უზრუნველყონ მარცვლეულის მიწოდება. უსაფრთხოდ დატოვონ ოდესის პორტი და მიაღწიონ ბოსფორს რუსეთის ჩარევის გარეშე. გვჭირდება მზა ქვეყნების კოალიცია მნიშვნელოვანი საზღვაო ძალებით, რათა დაიცვან გემები და ქვეყნები, რომლებიც განიცდიან ხორბლის დეფიციტს“, - განმარტა მინისტრმა.

მისი თქმით, ამ შემთხევევაში, NATO როგორც ალიანსი, არანაირ როლს არ უნდა თამაშობდეს.

ლანდსბერგისთან შეხვედრის შემდეგ, ტრასმა თქვა, რომ გაერთიანებულ სამეფოს სურს, რომ ბრიტანეთის საზღვაო ხომალდები შეუერთდნენ ესკორტს, თუ გადაიჭრება პრაქტიკული საკითხები, მათ შორის შავი ზღვის მონაკვეთის ნაღმების გაწმენდა და უკრაინისთვის უფრო დიდი დისტანციური იარაღის მიწოდება ნავსადგურის რუსული თავდასხმისგან დასაცავად. დიდი ბრიტანეთი ამ გეგმას მოკავშირეებთან ერთად განიხილავს და მის გასააქტიურებლად, სავარაუდოდ, აშშ-ს თანხმობა დასჭირდება.

”რაც ჩვენ უნდა გავაკეთოთ არის ამ გლობალური სასურსათო უსაფრთხოების საკითხის მოგვარება და დიდი ბრიტანეთი მუშაობს სასწრაფო გადაწყვეტილებაზე უკრაინის პორტებიდან მარცვლეულის გასატანად”, - თქვა მან.

უკრაინის პორტებში ხორბლის განბლოკვის რამდენიმე სცენარი იკვეთება, ამ თემაზე Europetime-ის სტატიას გაეცანით.