Forbes: რუსეთს უკრაინის 20% აქვს ოკუპირებული

Forbes-მა გამოაქვეყნა მონაცემები, უკრაინის რა ტერიტორიის ოკუპაცია განახორციელა რუსეთმა.

23 თებერვლის მონაცემებით, რუსეთის ოკუპაციის ქვეშ იყო უკრაინის 43 კვადრატული კილომეტრი, რაც ქვეყნის ტერიტორიის 7%-ია. ახლა ეს მაჩვენებლები 2,9-ჯერაა გაზრდილი და 125 000 კვადრატულ კილომეტრს შეადგენს.

2014 წლიდან რუსეთის არმიამ უკრაინის იმდენი ტერიტორია დაიპყრო, რომლის ფართიც აღემატება უნგრეთის და ბულგარეთის ტერიტორიებს. რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზევე მიტაცების რეკორდი 2022 წელს დაამყარა. ამ დროისთვის უკრაინის დროებითი კონტროლის გარეთაა ყირიმის ნახევარკუნძული, დონეცკის ნაწილი, ლუგანსკის, ხარკოვის, ხერსონის, ზაპოროჟიის მხარეები და ქალაქი სევასტოპოლი. უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, უკრაინელმა სამხედროებმა გაათავისუფლეს კიევის, ჩერნიგოვის, ნიკოლაევსკის, სუმისა და ჟიტომირის ტერიტორიები, რომლის ფართიც უკრაინის 603 548 კვადრატულ კილომეტრს შეადგენს.

ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.

რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.