ჩეხეთი და პოლონეთი უკრაინას დამატებით სამხედრო დახმარებას მიაწვდიან

პოლონეთის მთავრობამ გადაწყვიტა, უკრაინის შეიარაღებულ ძალებს 155 მილიმეტრიანი თვითმავალი საარტილერიო დანადგარები (AHS Krab) გადასცეს. პოლონური მედია იუწყეა, რომ ვარშავამ ამ იარაღის გამოყენების მიზნით, 100 უკრაინელი სამხედრო გადაამზადა.

AHS Krab - პოლონეთის ეროვნული თვითმავალი საარტილერიო დანადგარის წარმოების დროს ბრიტანული ჰაუბიცის, S90-ის ლიცენზირებულ კოშკი გამოიყენება.

ამასთან, ჩეხეთის თავდაცვის მინისტრის ინფორმაციით, პრაღა გეგმავს, რომ უკრაინას 26-30 მილიონის დოლარის ფარგლებში, შეიარაღება რაც შეიძლება მალე მიაწოდოს. 

მისივე ცნობით, უკრაინამ დღემდე ჩეხეთისგან 150 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო აღჭურვილობა მიიღო.

ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.

14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.

რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.