ინდოეთმა რუსული ნახშირისა და ნავთობის შესყიდვები მკვეთრად გაზარდა - Reuters

რუსეთის წინააღმდეგ გლობალური სანქციების მიუხედავად, ბოლო კვირებში ინდოეთმა რუსული ნახშირის შესყიდვები მკვეთრად გაზარდა. მოვაჭრეები ინდოეთს ნედლეულზე 30%-მდე ფასდაკლებას სთავაზობენ. ამის შესახებ Reuters-ი წყაროზე დაყრდნობით იტყობინება.

ნიუ-დელი რუსული ნავთობის შესყიდვას ამართლებს და აცხადებს, რომ ეს მიწოდების დივერსიფიკაციის მცდელობის ნაწილია და ამტკიცებს, რომ შესყიდვის მოულოდნელი გაჩერება მსოფლიო ფასებს გაზრდის და მომხმარებელს დააზარალებს.
 
ამასთან სანქციების გამო ევროპელი იმპორტიორები მოსკოვთან ვაჭრობას ერიდებიან, ხოლო ინდოეთი მაღალი სატრანსპორტო ხარჯების მიუხედავად, რუსული ქვანახშირის დიდ მოცულობებს ყიდულობს. ამრიგად, არაოფიციალური მონაცემებით, 27 მაისიდან 15 ივნისის ჩათვლით ნახშირისა და მასთან დაკავშირებული პროდუქციის შესყიდვები გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ინდოეთმა ექვსჯერ გაიზარდა და $331,17 მილიონს მიაღწია.

15 აპრილს პოლონეთის პრეზიდენტმა ანდჟეი დუდამ ხელი მოაწერა კანონს, რომლის თანახმადაც რუსეთიდან და ბელორუსიდან ქვანახშირის იმპორტი იკრძალება.

24 თებერვალს უკრაინაში რუსეთის შეჭრის საპასუხოდ, ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების მე-5 პაკეტის თანახმად, იკრძალება რუსეთისგან ქვანახშირის ყიდვა, იმპორტი და გადაზიდვა 2022 წლის აგვისტოდან. ჯერ-ჯერობით, ევროკავშირი რუსული ემერგომატარებლების სრულ ემბარგოზე უარს ამბობს.

8 აპრილს იაპონიამ აშშ-ს და ევროკავშირის კვალდაკვალ რუსული ქვანახშირის იმპორტი აკრძალა.