ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გაახანგრძლივა

ყირიმისა და ქალაქ სევასტოპოლის ანექსიის გამო, ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები ერთი წლით, 2023 წლის 23 ივნისამდე გაახანგრძლივა.

„საბჭომ დღეს მიიღო გადაწყვეტილება, განაახლოს ევროკავშირის მიერ შემოღებული სანქციები რუსეთის ფედერაციის მიერ ყირიმისა და ქალაქ სევასტოპოლის უკანონო ანექსიის საპასუხოდ, 2023 წლის 23 ივნისამდე“, - ნათქვამია განცხადებაში, რომელიც გამოქვეყნდა საბჭოს ვებგვერდზე განთავსდა. 

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, შემაკავებელი ზომები პირველად დაინერგა 2014 წლის ივნისში და უკანონოდ ანექსირებული ყირიმიდან ან სევასტოპოლიდან ევროკავშირში პროდუქტების იმპორტზე აკრძალვებს მოიცავს. სანქციები ასევე მოიცავს ფინანსური ინვესტიციების და ტურისტული მომსახურების აკრძალვას.

გარდა ამისა, გარკვეული საქონლისა და ტექნოლოგიების ექსპორტი ტრანსპორტის, ტელეკომუნიკაციებისა და ენერგეტიკის სექტორებში, ან ნავთობის, გაზისა და მინერალური რესურსების მოძიების, მოძიებისა და წარმოებისთვის ასევე ექვემდებარება ევროკავშირის შეზღუდვებს.

ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 

14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია.

რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.