„მას სურდა ნაკლები NATO, მაგრამ ახლა პრეზიდენტი პუტინი მიიღებს მეტ NATO-ს რუსეთის საზღვრებთან“,, - ამის შესახებ, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ფინეთის, თურქეთისა და შვედეთის მიერ სამმხრივი მემორანდუმის გაფორმების შემდეგ გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა.
- სტოლტენბერგი: მოხარული ვარ განვაცხადო, რომ მივაღწიეთ შეთანხმებას, რომელიც ფინეთსა და შვედეთს NATO-ში გაწევრიანებისკენ უხსნის გზას
- თურქეთი თანახმაა, ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭიროს
ამრიგად, NATO-ს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ ბოლო მოვლენები პუტინისთვის ნათელი გზავნილია. „დიქტატორს უნდა ესმოდეს, რომ ალიანსის კარი ღიაა სხვა ქვეყნებისთვისაც, რომელთა ნახვაც რუსეთის ფედერაციას არ სურს“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა.