დღეის მდგომარეობით, საქართველოს ეკონომიკაში აზერბაიჯანმა $3,5 მილიარდის ინვესტიცია განახორციელა. ამის შესახებ აზერბაიჯანულ მედიას, საქართველოში აზერბაიჯანის საელჩოს მრჩეველმა სარჰან ისმაილოვმა განუცხადა.
მისი თქმით, განხორციელებული ინვესტიციებიდან $1,5 მილიარდი, აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია SOCAR-ზე მოდის.
„აზერბაიჯანი საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორი და მსხვილი ინვესტორია. ჩვენი კომპანიები, რომლებიც საქართველოში დებენ ინვესტიციებს, ქმნიან ათასობით სამუშაო ადგილს და იხდიან სოლიდურ გადასახადებს“ - აღნიშნა ისმაილოვმა.