ფინეთმა და შვედეთმა NATO-ში გაწევრიანებაზე, მოლაპარაკებები დაასრულეს

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის შტაბ-ბინაში, ფინეთთან და შვედეთთან, NATO-ში გაწევრიანებაზე მიმდინარე მოლაპარაკებები დასრულდა.

„ფინეთმა და შვედეთმა, ბრიუსელში, NATO-ს შტაბ-ბინაში ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით მიმდინარე მოლაპარაკებები დაასრულეს. ორივე ქვეყანამ ოფიციალურად დაადასტურა ალიანსში გაწევრიანების სურვილი და აიღო ვალდებულება, რომ NATO-ს წევრობისთვის განსაზღვრულ პოლიტიკურ, იურიდიულ და სამხედრო ვალდებულებებს შეასრულებს“, - ნათქვამია კომუნიკეში.

ფინეთის დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრი პეკა ჰავისტო და თავდაცვის მინისტრი ანტი კაიკონენი ხელმძრვანელობდნენ, ხოლო შვედეთის დელეგაციას, საგარეო საქმეთა მინისტრი ანნ ლინდე.

28 ივნისს ცნობილი გახდა, რომ თურქეთი თანახმაა, ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭიროს. შვედეთმა და ფინეთმა NATO-ში გაწევრიანებაზე განაცხადი 18 მაისს შეიტანეს.


ამავე თემაზე