უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, 24 თებერვლიდან 23 ივლისამდე პერიოდში, უკრაინულმა ძალებმა 39 240 რუსი ჯარისკაცი მოკლეს.
- უკრაინის გენერალური პროკურატურა: ომის დაწყებიდან რუსულმა ძალებმა 24 ათასზე მეტი სამხედრო დანაშაული ჩაიდინეს
- უკრაინის გენერალური პროკურატურა: რუსმა ოკუპანტებმა უკრაინაში შეჭრის დაწყების დღიდან 358 ბავშვი მოკლეს
- უკრაინის გენერალური პროკურატურა: ომის დაწყების დღიდან რუსული ძალების მიერ ჩადენილი 36 383 დანაშაულია რეგისტრირებული
- უკრაინის გენშტაბი რუსეთის დანაკარგებზე მორიგ ცნობებს ავრცელებს
"უკრაინელმა დამცველებმა გაანადგურეს მტრის 1708 ტანკი, 3929 ჯავშანტექნიკა, 864 საარტილერიო სისტემა, 253 ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემა, 113 საჰაერო თავდაცვის სისტემა, 221 თვითმფრინავი, 188 ვერტმფრენი, 714 ოპერატიულ-ტაქტიკური დონის უპილოტო საფრენი აპარატი, 15 გემი/ნავი, 167 ფრთოსანი რაკეტა, 2820 ერთეული სატრანსპორტო საშუალება და საწვავის ავზი, 72 ერთეული სპეცტექნიკა", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.
14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია.
რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.